"იურისტების ნაწილს, რომლებიც ამბობთ ფრაზას : "ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა, ვინაიდან ის იყო ქვეყნის N 1 ჩოგანი", მინდა, გკითხოთ..." - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"იურისტების ნაწილს, რომლებიც ამბობთ ფრაზას : "ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა, ვინაიდან ის იყო ქვეყნის N 1 ჩოგანი", მინდა, გკითხოთ..." - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი?

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი თე­ო­ნა გვა­ზა­ვა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც წერს, რომ მის­თვის უც­ნა­უ­რია თუ რა­ტომ გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­ჯვე­ულ ნა­წილ­ში, მო­სა­მარ­თლის მიერ სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წილ­ში მოყ­ვა­ნილ­მა არ­გუ­მენ­ტებ­მა.

თე­ო­ნა გვა­ზა­ვა:

"ჩემ­თვის უც­ნა­უ­რია, თუ რა­ტომ გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იუ­რის­ტებ­ში გა­ო­ცე­ბის გან­ცდა იმ ფაქ­ტმა, რომ მო­სა­მარ­თლის მიერ სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის გა­მო­ცხა­დე­ბას თან ახ­ლდა არ­გუ­მენ­ტა­ცია, თუ რა­ტომ მი­ვი­და სა­სა­მარ­თლო აღ­ნიშ­ნულ შე­მა­ჯა­მე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე.

მე პი­რა­დად შე­მიძ­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია ათე­უ­ლო­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, სა­დაც ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას ახ­დე­ნენ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ზე­პირ და­სა­ბუ­თე­ბას.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ვინც თვლი­და, რომ სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას, სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­სა­ბუ­თე­ბა არ წარ­მო­ად­გენს საკ­ვირ­ველ ქმე­დე­ბას, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა და­სა­ბუ­თე­ბის ხანგძლი­ვო­ბა­ზე, რაც მათ მიერ შე­ფას­და სა­სა­მარ­თლოს მიერ თა­ვის მარ­თლე­ბად.

არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ და­სა­ბუ­თე­ბის მო­ცუ­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მო­ცუ­ლო­ბა­ზე. რო­დე­საც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე შედ­გე­ბა 11 ტო­მი­სა­გან და 5 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი ეპი­ზო­დი­სა­გან, ბუ­ნებ­რი­ვია არა­ვის არ უნდა ჰქო­ნო­და მო­ლო­დი­ნი, რომ სა­სა­მარ­თლო და­სა­ბუ­თე­ბას მოგ­ვახ­სე­ნებ­და ერთი წი­ნა­და­დე­ბით ან ერთ წუთ­ში.

არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ და­სა­ბუ­თე­ბის მო­ცუ­ლო­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მო­ცუ­ლო­ბას­თან. ვთან­ხმდე­ბით, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე არ­სე­ბობ­და ზედ­მე­ტად მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი საქ­მის ირ­გვლივ ფლობ­და არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც გან­პი­რო­ბე­ბულ იყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რის მიერ ბოლო ორი წლის გა­ნამ­ვლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პა­რა­ლე­ლუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბით. გააგრძელეთ კითხვა