რუსთავში ავტომობილი აფეთქდა - რა მოხდა შემთხვევის ადგილას? - კვირის პალიტრა

რუსთავში ავტომობილი აფეთქდა - რა მოხდა შემთხვევის ადგილას?

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ავტომობილი აფეთქდა

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილში მძღოლი ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ავტომობილში დამონტაჟებული გაზის ბალონიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

შემთხვევის დროს დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთია ავტომობილის მძღოლი, რომელმაც სახეზე დამწვრობა მიიღო, ხოლო მეორე გამვლელი ქალია.