"5 წელზე მეტ ხანს ცდილობდა გადაეტანა წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ ვეღარ გაუძლო..." - კვირის პალიტრა

"5 წელზე მეტ ხანს ცდილობდა გადაეტანა წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ ვეღარ გაუძლო..."

პარ­ლა­მენ­ტარ ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე.

"კი­დევ ერთი უმაგ­რე­სი, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი და უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გეთ. ხუთ წელ­ზე მეტი ხანი ცდი­ლობ­და გა­და­ე­ტა­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტკი­ვი­ლი, მაგ­რამ ვე­ღარ გა­უძ­ლო..." - წერს ის.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვერ­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ირაკ­ლი ხა­ხუ­ბია სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას ცე­ცხლა­სას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

ირაკ­ლი ხა­ხუ­ბია 51 წლის იყო. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­პუ­ტატს შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

შსს-მ ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით და­ი­წყო.

ცნო­ბის­თვის, მისი ვაჟი 21 წლის ბექა ხა­ხუ­ბია 2017 წლის 17 მა­ისს ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ემსხვერ­პლა. მას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მდე­ბა­რე გვი­რაბ­თან, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნით გზა გა­და­უ­კე­ტეს, ხა­ხუ­ბია ავ­ტო­მან­ქა­ნით აღ­ნიშ­ნულ სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა, რა დრო­საც გარ­და­იც­ვა­ლა. ბექა ხა­ხუ­ბი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრა­ლი 3 პო­ლი­ცი­ელს წა­რედ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ 2019 წელს ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო, ორს კი - 1,6 წლით და 2,6 წლით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ambebi.ge