"2 პატარა ბავშვი დარჩა... ძმებს შორის მომხდარა კონფლიქტი, იმათ აშველებდა და ამ დროს დაიღუპაო" - სიღნაღში მომხდარი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"2 პატარა ბავშვი დარჩა... ძმებს შორის მომხდარა კონფლიქტი, იმათ აშველებდა და ამ დროს დაიღუპაო" - სიღნაღში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მკვლე­ლო­ბა მოხ­და კა­ხეთ­ში, სა­დაც ძმამ და სა­სიკ­ვდი­ლოდ და­ა­ზი­ა­ნა. ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლი სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის - ტი­ბა­ა­ნი­სა და ჯუ­გა­ა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, გვი­ან ღა­მით მოხ­და.

მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა შსს -მ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ა. და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად ედე­ბა ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა სიღ­ნაღ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, თა­ვის დას - 1988 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ა.-ს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზ.ა. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მოკ­ლუ­ლი ქალი 34 წლის მერი ალა­დაშ­ვი­ლია. და­კა­ვე­ბუ­ლია მისი ნა­ხე­ვარ ძმა ზურა ალა­დაშ­ვი­ლი. ქალი ქმარს იყო გა­შო­რე­ბუ­ლი და მა­მას­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ქო­ბო­ში ცხოვ­რობ­და.

"2 პა­ტა­რა ბავ­შვი დარ­ჩა, სა­უ­კე­თე­სო დედა იყო, ბავ­შვებ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი. რა მოხ­და ზუს­ტად, არ ვიცი. ამ­ბო­ბენ, - "ზა­ო­დო­ბა­ზე" იყ­ვნენ სა­დღაც და იქ ძმებს შო­რის მოხ­და კონ­ფლიქ­ტი, იმათ აშ­ვე­ლებ­და და ამ დროს და­ი­ღუ­პაო. სხვა არა­ფე­რი ვიცი", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ბი ambebi.ge - სთან.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, და­პი­რის­პი­რე­ბა ავ­ტო­მო­ბილ­შიც გაგ­რძელ­და. მათი თქმი­თაც, მოკ­ლუ­ლი ქალი ძმებს აშ­ვე­ლებ­და, რის შემ­დგომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის და­კა­ვე­ბულ­მა მან­ქა­ნი­დან გა­და­აგ­დო.

"გად­მო­აგ­დეს მან­ქა­ნი­და­ნო... მოკ­ვდა, აღარ არის, 2 პა­ტა­რა შვი­ლი დარ­ჩა. თავი აქვს გა­ხეთ­ქი­ლიო, ეტყო­ბა რომ გად­მო­ვარ­და, ას­ფალტს და­არ­ტყა თავი," - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი. გააგრძელეთ კითხვა