"მთელი ზაფხული აგროვებდა ფულს და მკურნალობის პირველადი ხარჯები ასე დაფარა" - 19 წლის თემო კბილაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - კვირის პალიტრა

"მთელი ზაფხული აგროვებდა ფულს და მკურნალობის პირველადი ხარჯები ასე დაფარა" - 19 წლის თემო კბილაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

19 წლის თემო კბი­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ:

"მე­გობ­რე­ბო ისე რო­გორც არას­დროს მჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა და გვერ­დში დგო­მა! ჩემი და ჩემი ოჯა­ხის უახ­ლო­ეს, უსაყ­ვარ­ლეს ადა­მი­ანს და უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან მა­გარ ბიჭს, 19 წლის თემო კბი­ლაშ­ვილს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, და­უდ­გინ­და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, რო­მელ­საც ჭირ­დე­ბა მარ­თვა და მკურ­ნა­ლო­ბა.თემო ჩემი უმ­ცრო­სი ძმის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და ჩემი ოჯა­ხის ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბის შვი­ლია. ამ ზა­ფხულს სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მით გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში ადრე დაბ­რუ­ნე­ბა მო­უ­წია. ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე დად­გინ­და, რომ ბავ­შვს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე ქონ­და და სას­წრა­ფოდ ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია. ოპე­რა­ცი­ის და მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ვე­ლა­დი ხარ­ჯე­ბი მი­სი­ვე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხით და­ფა­რა, რო­მელ­საც მთე­ლი ზა­ფხუ­ლი აგ­რო­ვებ­და. ოპე­რა­ცი­ამ სა­ბედ­ნი­ე­როდ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­რა, თუმ­ცა წინ კი­დევ გრძე­ლი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ რამ­ხე­ლა თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ოჯახ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი ამოვ­წუ­რეთ, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბის რე­სურ­სიც, ამი­ტომ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა თქვე­ნი გვერ­დში დგო­მა მკურ­ნა­ლო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, იმის­თვის ეს სუ­პერ ბიჭი მხნედ და ჯან­მრთე­ლად გვყავ­დეს გვერ­დში!

თე­მოს ხვა­ლი­დან უნდა ჩა­უ­ტარ­დეს სხვა­დას­ხვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კვლე­ვა და და­ე­ნიშ­ნოს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი. ამ ეტაპ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ მო­ცე­მუ­ლი კალ­კუ­ლა­ცი­ით ხარ­ჯი შე­ად­გენს 20 000 ლარს. გი­ზი­ა­რებთ თე­მოს დე­დის ან­გა­რი­შის ნო­მერს და ძა­ლი­ან გთხოვთ ვი­საც რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ დაგ­ვეხ­მა­რეთ" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ:

მიმ­ღე­ბი - ნინო ბუ­ბაშ­ვი­ლი (დედა) პ/ნ 60002008109

ლი­ბერ­თი ბან­კი: - #GE03LB0711137037582000

თი­ბი­სი ბაკი: - #GE19TB0321945063622378

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: - #GE33BG0000000538884007

ambebi.ge