"სინამდვილეში ქართული პროდუქტი აფხაზეთში დიდი ხანია თვალშისაცემია... ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ჩუმად არიან" - რას ამბობენ აფხაზები "კონსერვების სკანდალის" შემდეგ? - კვირის პალიტრა

"სინამდვილეში ქართული პროდუქტი აფხაზეთში დიდი ხანია თვალშისაცემია... ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ჩუმად არიან" - რას ამბობენ აფხაზები "კონსერვების სკანდალის" შემდეგ?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ, ბიჭ­ვინ­თის მა­ღა­ზი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხა­შის კონ­სერ­ვე­ბის გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი გრძელ­დე­ბა. საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის ეტი­კეტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა და რუკა იყო და­ტა­ნი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია 40-მდე ქილა კონ­სერვზე, რო­მე­ლიც არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ში, ნო­ვო­ა­ლექ­სან­დრო­ვოს ხორცკომ­ბი­ნატ­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი და "მისი შე­მომ­ტა­ნი, მხო­ლოდ 40 ცალს არ შე­მო­ი­ტან­და, დიდი ალ­ბა­თო­ბით და­ნარ­ჩე­ნი უხ­მა­უ­როდ გა­ი­ყი­და".

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, აფხა­ზე­თის სა­ბა­ჟო კო­მი­ტე­ტი აცხა­დებს, რომ პრო­დუქ­ტი ქვე­ყა­ნა­ში სა­ბა­ჟო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით შე­ი­ტა­ნეს... ბიჭ­ვინ­თა­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ზია სა­ბა­ჟო პუნ­ქტ "ფსო­უს კონ­ტრა­ბან­დი­სა" და სა­ბა­ჟო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ა­მოწ­მეს, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით. გარ­და ამი­სა, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო პრო­დუქ­ცი­ის შე­ტა­ნი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა, რად­გან ხა­შის კონ­სერ­ვის გარ­და, სა­უ­ბა­რია ქარ­თულ ღვი­ნო­ებ­ზე და სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე. კერ­ძოდ, მე-7 კლა­სის გე­ოგ­რა­ფი­ის ატ­ლას­ზე, რომ­ლის გა­რე­კან­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაა გა­მო­სა­ხუ­ლი...

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კო­სი ნუგ­ზარ აგრბა გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ახლა უბ­რა­ლოდ სკან­და­ლი ატყდა, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში, "ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი და კვა­ლი, დიდი ხა­ნია აფხა­ზეთ­ში თვალ­სა­ჩი­ნო ხდე­ბა"...

"ალ­ბათ გახ­სოვთ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ რუ­სე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ღვი­ნის გარ­შე­მო ატყდა სკან­და­ლი, რად­გან მის ეტი­კეტ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ში­ნა­არ­სი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა... სა­ქარ­თვე­ლო­შიც სკან­და­ლი მოჰ­ყვა აფხა­ზუ­რი აქ­ცი­ზი­ა­ნი სი­გა­რე­ტის შე­ტა­ნის ფაქტს, რო­მე­ლიც შემ­დეგ მი­ჩუმ­და. მაგ­რამ საქ­მე სხვა რა­მე­შია - რო­დე­საც აფხა­ზეთ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს სტუმ­რობს, კაფე იქ­ნე­ბა თუ რეს­ტო­რა­ნი, ბოლო ხმა­ზე უკ­რა­ვენ ქარ­თულ სიმ­ღე­რებს. შე­საძ­ლოა, არც ისე ხში­რად, მაგ­რამ მა­ინც მო­მის­მე­ნია. მა­გა­ლი­თად, რი­წის ტბა­ზე" - ამ­ბობს აფხა­ზი.

მისი თქმით, იქ რუ­სუ­ლი შოუს მო­ნა­წი­ლე ქარ­თვე­ლე­ბი, ბოჯ­გუ­ე­ბის ოჯა­ხი ქარ­თუ­ლად მღე­რო­და. ცნო­ბის­თვის, ამის შე­სა­ხებ ზა­ფხულ­ში აფხა­ზე­ბიც წერ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ზო­გი­ერთს უკ­ვირ­და, რომ ხალ­ხს ამა­ზე რე­აქ­ცია არ ჰქონ­და, პი­რი­ქით, ვი­ღა­ცე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბი­თაც კი უს­მენ­დნენ.

"მამა და ორი შვი­ლი მღე­როდ­ნენ, რო­გორც ქარ­თულ, ისე რუ­სულ მე­ლო­დი­ებს მღე­როდ­ნენ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბრწყინ­ვა­ლედ, იმ­დე­ნად კარ­გად, რომ პი­რა­დად მე, სახ­ლშიც კი მო­ვუს­მენ­დი, მაგ­რამ თუ ჩვენს რეს­ტორ­ნებ­ში ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ხმა­მაღ­ლა გაჟ­ღერ­დე­ბა, თუნ­დაც ეს მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის იყოს, ვფიქ­რობ, მა­ინც მი­უ­ღე­ბე­ლია... თუმ­ცა, ამიხ­სნეს, რომ რეს­ტო­რანს ყვე­ლა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სტუმ­რო­ბენ, ტო­ლე­რან­ტო­ბის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი აღ­ქმით. ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ომის დრო­ინ­დელ სუ­ლი­ერ ტკი­ვი­ლებს ატა­რე­ბენ, თუმ­ცა, არი­ან ისი­ნიც, ვინც აფხა­ზე­თის სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლად აღიქ­ვამს" - ამ­ბობს აგრბა. გააგრძელეთ კითხვა