გრანდიოზული წვეულება მთაწმინდაზე, ცნობილი სტუმრებითა და ულამაზესი ტორტით - ფოტოები ლაშა ტალახაძის ქალიშვილის ნათლობიდან - კვირის პალიტრა

გრანდიოზული წვეულება მთაწმინდაზე, ცნობილი სტუმრებითა და ულამაზესი ტორტით - ფოტოები ლაშა ტალახაძის ქალიშვილის ნათლობიდან

ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მო­ნათ­ლა. ნიცა ტა­ლა­ხა­ძე აგ­ვის­ტო­ში მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. ნათ­ლო­ბის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ, ჩემ­პი­ონ­მა, მე­უღ­ლე ანი დე­მუ­რი­ას­თან ერ­თად სტუმ­რე­ბი მთაწ­მინ­და­ზე მი­ი­ღეს. მე­სა­მე შვი­ლის ნათ­ლო­ბა ტა­ლა­ხა­ძემ გრან­დი­ო­ზუ­ლი წვე­უ­ლე­ბით აღ­ნიშ­ნა, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მათ შო­რის იყო ლელა წურ­წუ­მია, რო­მე­ლიც იტა­ლი­უ­რი არ­და­დე­გე­ბი­დან გუ­შინ დაბ­რუნ­და და პირ­და­პირ ნათ­ლო­ბას ეს­ტუმ­რა. სტუმ­რებს შო­რის ნა­ხავთ გი­ორ­გი ასა­ნი­ძეს, რა­მაზ ნო­ზა­ძეს.

სა­ღა­მოს და­სას­რულს, ლა­შამ მე­უღ­ლეს­თან და ახ­ლად გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბულ შვილ­თან ერ­თად გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ზე­ი­მოდ გაჭ­რა.

"ჩემი მე­უღ­ლე - ანა დე­მუ­რია 2016 წელს გა­ვი­ცა­ნი ბა­თუმ­ში, შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და და­ო­ჯა­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ორი მშვე­ნი­ე­რი ქა­ლიშ­ვი­ლი გვყავს - მა­რი­ა­მი და ელე­ნე. ანა ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა, მხარ­ში მიდ­გას და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ბავ­შვებს ზრდის. მისი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ...“ - ამ­ბობ­და ჩემ­პი­ო­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში... იხილეთ ფოტოები ლინკზე