"ეს ფოტოშოპი იყო, რომლის გამოც ციხეში მოვხვდი" - ირანელმა ქალმა, რომლის ფოტოც ინტერნეტში წლების წინ ვირუსულად გავრცელდა, საზოგადოებას რეალური სახე აჩვენა - კვირის პალიტრა

"ეს ფოტოშოპი იყო, რომლის გამოც ციხეში მოვხვდი" - ირანელმა ქალმა, რომლის ფოტოც ინტერნეტში წლების წინ ვირუსულად გავრცელდა, საზოგადოებას რეალური სახე აჩვენა

2019 წელს ინ­ტერ­ნეტ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და ირა­ნე­ლი გო­გო­ნას, სა­ხე­ლად სა­ჰარ თა­ბა­რის უჩ­ვე­უ­ლო ფოტო და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ჰარს სურ­და, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის დამ­სგავ­სე­ბო­და, რის გა­მოც, არა­ერ­თი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. შე­დე­გად კი ის ან­ჯე­ლი­ნას ყვე­ლა­ზე უა­რეს ვერ­სი­ად იქცა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მას "ზომ­ბი ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი" შე­არ­ქვეს.

ამის შემ­დეგ, ირა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "ირა­ნის მკრე­ხე­ლო­ბის კა­ნო­ნით" იხელ­მძღვა­ნე­ლეს და სა­ჰარ თა­ბარს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ის 14-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ახ­ლა­ხან, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სა­ჰა­რი კი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გა­მოჩ­ნდა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი რე­ა­ლუ­რი სახე აჩ­ვე­ნა.

21 წლის სა­ჰარ თა­ბა­რის თქმით, ფოტო, რო­მე­ლიც ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და, რე­ა­ლუ­რად მა­კი­ა­ჟი­სა და ფო­ტო­და­მუ­შა­ვე­ბის, სხვა­დას­ხვა ფო­ტო­ფილტრის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი იყო. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო