"თე­ატ­რშიც იშ­ვი­ა­თად მაქვს სა­მუ­შაო. კი­ნო­შიც, არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა... " - ქეთი ჩხეიძე პროფესიაზე, ოჯახსა და განსახიერებულ როლებზე - კვირის პალიტრა

"თე­ატ­რშიც იშ­ვი­ა­თად მაქვს სა­მუ­შაო. კი­ნო­შიც, არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა... " - ქეთი ჩხეიძე პროფესიაზე, ოჯახსა და განსახიერებულ როლებზე

"დიდი სიფრ­თხი­ლით ვძერ­წავ ჩემს პერ­სო­ნა­ჟებს და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარს!" - გვი­თხრა ათა­სო­ბით მა­ყუ­რებ­ლის­თვის საყ­ვა­რელ­მა მსა­ხი­ობ­მა - ქეთი ჩხე­ი­ძემ, რო­მელ­საც მის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ:

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა თე­ატ­რის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­როს ვე­ზი­ა­რე და მივ­ხვდი, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემი ბე­დის­წე­რა იყო. თე­ლავ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, თე­ატ­რი ჩვენს სახ­ლთან ახ­ლოს იყო და ეს სამ­ყა­რო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვი­დან­ვე შე­მო­ვი­და: მა­მა­ჩე­მი, თა­მაზ ჩხე­ი­ძე, ექი­მი იყო, მაგ­რამ თე­ატ­რი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ამი­ტომ, ჩვენს ოჯახ­ში ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ თე­ლა­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი. სპე­ტაკ­ლებ­ზე მეც ხში­რად დავ­დი­ო­დი და გა­ფა­ცი­ცე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ყვე­ლა­ფერს, რაც სცე­ნა­ზე ხდე­ბო­და. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, სულ თე­ატ­რში ყოფ­ნა მინ­დო­და, სტუ­დენ­ტო­ბი­სას, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი ჩემი სახ­ლის წინ იყო და ერთ სპექ­ტაკლს არ ვტო­ვებ­დი, რომ არ მე­ნა­ხა.

- მშობ­ლებს თუ უნ­დო­დათ თქვე­ნი მსა­ხი­ო­ბო­ბა?

- მა­მა­ჩე­მი თე­ატ­რა­ლი იყო და იცო­და, რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს ამ პრო­ფე­სი­ას, ამი­ტომ, თა­ვი­დან წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ბო­ლოს, მიხ­ვდა, რომ არ და­ვიშ­ლი­დი და ხელი აღარ შე­უშ­ლია, ხოლო დე­დამ, ნანა ჟორ­და­ნი­ამ, ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელი შე­მი­წყო, რომ ამ გზა­ზე არ­სე­ბუ­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი გა­და­მე­ლა­ხა.

- რა არის ყვე­ლა­ზე დიდი დაბ­რკო­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ა­ში?

- ყვე­ლა პრო­ფე­სია თა­ვი­სე­ბუ­რად რთუ­ლია, ყვე­ლა მო­ი­თხოვს გარ­კვე­ულ მსხვერ­პლს და თავ­და­დე­ბას, მაგ­რამ ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, მოს­წონ­ხარ თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მოს­წონ­ხარ თუ არა რე­ჟი­სორს, შენ აგირ­ჩე­ვენ თუ სხვას - მოკ­ლედ, ბევრ რა­მე­ზე ხარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში გგო­ნია, რომ შენ იქ­ნე­ბი ის, ვი­საც აირ­ჩე­ვენ. მერე კი, შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვარ­დნა გქონ­დეს, ან და­გი­წუ­ნონ. რთუ­ლია, რო­დე­საც კას­ტინგზე მი­დი­ხარ და გე­უბ­ნე­ბი­ან: უკაც­რა­ვად, მაგ­რამ თქვენ, არა, ამ როლ­ზე სხვა ავირ­ჩი­ე­თო... ეს არის მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია და თუ შეძ­ლებ, ამ­გვა­რი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რო, თუ მო­ა­ხერ­ხებ, ამ­ბი­ცი­ე­ბი მო­თო­კო, მა­შინ შეძ­ლებ, ამ პრო­ფე­სი­ა­ში დარ­ჩე. მსა­ხი­ობს ხში­რად აფა­სე­ბენ თა­ვის, ან ცხვი­რის ფორ­მით, ხე­ლის სიგ­რძით, ან ხმის ტემ­ბრით... ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ეს რთუ­ლია! ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ამას იტა­ნენ, უძ­ლე­ბენ, ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ და თავს არ კარ­გა­ვენ.

- რო­მე­ლია თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი თე­ატ­რი, სა­დაც თავს ისე გრძნობთ, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში?

- ყვე­ლა თე­ატ­რი მიყ­ვარს, სა­დაც მი­თა­მა­შია, თუმ­ცა, ახალ­გაზ­რდო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი მა­ინც სხვაა: 20 წლის ვი­ყა­ვი, როცა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მი­ვე­დი, სა­დაც ახალ­გაზ­რდუ­ლი დასი შე­იქ­მნა გიზო ჟორ­და­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. მა­შინ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მცი­რე სცე­ნა­ზე თავს მარ­თლა ისე ვგრძნობ­დი, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში: შვი­ლე­ბი შე­მე­ძი­ნა და ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობ­დნენ. ისეთ ოჯახ­ში მოვ­ხვდი, სა­დაც ყვე­ლა თან მყვე­ბო­და და შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში მეხ­მა­რე­ობ­და. ჩემი სა­ფიქ­რა­ლი მხო­ლოდ ის იყო, რო­გორ მე­მუ­შა­ვა და რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი მივ­სუ­ლი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, ჩემი მე­უღ­ლეც სულ ხელს მი­წყობ­და, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- საყ­ვა­რე­ლი როლი თუ გაქვთ?

- ძნე­ლია, სა­კუ­თა­რი რო­ლე­ბის ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გარ­ჩე­ვა, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ­დე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ვი­თა­მა­შე სპექ­ტაკლში - "თეთ­რი ია­სა­მა­ნი". მისი სცე­ნა­რი დე­და­ჩემს - ნანა ჟორ­და­ნი­ას ეკუთ­ვნის. ეს სპექ­ტაკ­ლი ჩემი ოჯა­ხის ის­ტო­რი­აა 1930-იან წლებ­ში, ის მოგ­ვი­თხრობს საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ებ­ზე, რო­მე­ლიც დე­და­ჩე­მის ოჯახ­საც შე­ე­ხო. მე სა­კუ­თა­რი ბე­ბი­ის როლი ვი­თა­მა­შე, რო­მელ­მაც გამ­ზარ­და. საკ­მა­ოდ დრა­მა­ტუ­ლი სპექ­ტაკ­ლია და ჩემი როლი ისე­ვე, რო­გორც ეს სპექ­ტაკ­ლი, ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და. მერე პან­დე­მია და­ი­წყო და "თეთ­რი ია­სა­მა­ნი" პროგ­რა­მი­დან მოხ­სნეს. ამ სეპ­ტაკლზე დღე­საც გული მწყდე­ბა, ჩემი რო­ლიც ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა!

- ხში­რად, მსა­ხი­ო­ბი არა­ერთ სე­რი­ო­ზულ როლს შე­ას­რუ­ლებს და მერე, სე­რი­ალ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლით ხდე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი - თქვენს ცხოვ­რე­ბა­შიც ასე მოხ­და?

- დიახ, ასეა. ჩვენ მსა­ხი­ო­ბე­ბი ვართ და ამას უნდა შე­ვე­გუ­ოთ. პო­პუ­ლა­რო­ბა მეც სე­რი­ა­ლებ­მა მო­მი­ტა­ნა: ჯერ იყო "ყავა და ლუდი", მერე - "შუა ქა­ლა­ქი", ბო­ლოს - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", სა­დაც პა­ტა­რა ეპი­ზოდ­ში უნდა მე­თა­მა­შა, მაგ­რამ ერთ პა­ტა­რა ეპი­ზოდს მერე უფრო დიდი ეპი­ზო­დე­ბი მოჰ­ყვა. ნუ­ნუ­კას როლს რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვთა­მა­შობ­დი. ჩემ­თვის როლს მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, თი­თო­ე­ულ პერ­სო­ნაჟ­ზე ერ­თნა­ი­რი სიფრ­თხი­ლით ვმუ­შა­ობ და ყვე­ლა დე­ტალ­ზე ბევ­რს ვფიქ­რობ. მე მგო­ნი, ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი ასე იქ­ცე­ვა.

- კო­მე­დი­უ­რი რო­ლე­ბი უფრო "თქვე­ნია" თუ დრა­მა­ტუ­ლი?

- მე მსა­ხი­ო­ბი ვარ და ვიცი, რომ დრა­მა­ტუ­ლი რო­ლე­ბიც უნდა შე­ვას­რუ­ლო და კო­მი­კუ­რიც. ბო­ლოს, მა­ყუ­რე­ბე­ლი აფა­სებს, სად უფრო კარ­გად ითა­მა­შე. ოღონდ, ერთი რამ არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი: როცა სულ კო­მე­დი­ას თა­მა­შობ და კო­მი­კო­სის მარ­კა მო­გე­წე­ბე­ბა, მერე სულ ასეთ რო­ლებს გთა­ვა­ზო­ბენ. ამი­ტომ ვცდი­ლობ, რომ ორი­ვე ჟან­რის რო­ლე­ბი შე­ვას­რუ­ლო. იხილეთ სრულად