"რატომ უნდა გაბრაზდე, თუ ოლიგარქი და კორუმპირებული არა ხარ?! გაბრაზება აღიარებითი ჩვენების ტოლფასია…" - გია ხუხაშვილი გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება
ყოფილი პრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ მის სახლთან გადაღებული კადრები გამოაქვეყნა და ტვ "იმედს" მიმართა.
მისი თქმით, მზად არის ოლიგარქიასა და კორუფციაზე ისაუბროს, თუმცა ღია ეთერით
საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი "დაყროყინება", არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას განცხადებას.
ვოლსკი ასევე გამოეხმაურა გახარიას განცხადებაზე "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის შეფასებას, რომელმაც გიორგი გახარიას ვირთხა უწოდა და აღნიშნა, რომ ვირთხა გარკვეული თვისებებით ხასიათდება.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერი რომ განცხადებას აკეთებს, ეს ინფორმაციის მიწოდებაა მთელი მსოფლიოსთვის და საზოგადოებისთვის, თუმცა, ამის საფუძველი რომ არ არსებობს და საქციელიც რომ „უგვანოა", ამაზე გააკეთეს "ქართული ოცნების" წევრებმა კომენტარები.
ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხამურება ექსპერტი გია ხუხაშვილი და წერს:
"როდესაც გახარია ოლიგარქიისა და კორუფციის დამარცხებაზე საუბრობს, რატომ უნდა გაბრაზდე, თუ ოლიგარქი და კორუმპირებული არა ხარ?! გაბრაზება აღიარებითი ჩვენების ტოლფასია…" - წერს გია ხუხაშვილი.