კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო-სპორტული სროლისას დაიღუპა - კვირის პალიტრა

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო-სპორტული სროლისას დაიღუპა

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი, Russia today-ს სიმ­ფე­რო­პო­ლის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი სვეტ­ლა­ნა ბა­ბა­ე­ვა ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში, ერთ-ერთ სას­წავ­ლო-სა­ვარ­ჯი­შო პო­ლი­გონ­ზე და­ი­ღუ­პა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სამ­ხედ­რო-სპორ­ტუ­ლი სრო­ლი­სას, "ბრმა ტყვი­ას“ ემსხვერ­პლა.

ეს ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა მის­მა უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნელ­მა დმიტ­რი კი­სე­ლევ­მა.

"კო­მერ­სან­ტის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თქმით, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწავ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად ჟურ­ნა­ლის­ტი ცე­ცხლის ხაზ­ში აღ­მოჩ­ნდა.

ბა­ბა­ე­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა კი­დევ ერთი პრო­პა­გან­დის­ტი მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი. "ჯერ კი­დევ გუ­შინ ვმსჯე­ლობ­დით, თუ რო­გორ განვვი­თარ­დე­ბო­დით ახალ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ოხ, სვე­ტა, სვე­ტა, ეს რო­გორ მოხ­და..." - და­წე­რა სი­მო­ნი­ან­მა.

სვეტ­ლა­ნა ბა­ბა­ე­ვა 2019 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და Russia today-ს სიმ­ფე­რო­პო­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბას. 2008 წლი­დან 2012 წლამ­დე იყო RIA Novosti-ის ბი­უ­როს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი აშშ-ში, ხოლო 2013 წლი­დან 2016 წლამ­დე იყო Gazeta.Ru-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი.