"გავიგე, რომ ულამაზესი ინგა გარდაიცვალა... ძეგვის თავშესაფრის ბინადარი სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს კადრებსა და გონებაში" - რას წერს ცნობილი ფოტოგრაფი? - კვირის პალიტრა

"გავიგე, რომ ულამაზესი ინგა გარდაიცვალა... ძეგვის თავშესაფრის ბინადარი სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს კადრებსა და გონებაში" - რას წერს ცნობილი ფოტოგრაფი?

ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ლუ­ი­ზა ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონ­ზე წერს, რო­მე­ლიც ძეგ­ვის თავ­შე­საფ­რის ბი­ნა­და­რი იყო.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კად­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ჩა­ლა­თაშ­ვი­ლის თქმით, მისი გა­ო­ცე­ბა იმ ფაქ­ტმა გა­მო­იწ­ვია, რომ ქალი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი სირ­თუ­ლე შეხ­ვდა, კა­მე­რე­ბის წინ წარ­ბშე­უხ­რე­ლი იდგა და მო­დე­ლის რო­ლიც სა­მა­გა­ლი­თოდ მო­ირ­გო.

"ცოტა ხნის წინ გა­ვი­გე, რომ ულა­მა­ზე­სი ინგა გარ­და­იც­ვა­ლა. ვუ­ყუ­რებ ფო­ტო­ებს და ისე­ვე, რო­გორც გა­და­ღე­ბი­სას, ახ­ლაც მი­ჭირს იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ფირ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი პერ­სო­ნა­ჟი ძეგ­ვის თავ­შე­საფ­რის ბი­ნა­და­რია. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კა­მე­რის, უცხო ხალ­ხის გა­რე­მოც­ვი­სა და უჩ­ვე­უ­ლო ამ­პლუ­ის მი­უ­ხე­და­ვად, მან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მო­დე­ლის როლი მო­ირ­გო, ბრენ­დის კამ­პა­ნი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მო­დის ფო­ტოგ­რა­ფი­ის­თვის სა­ხა­სი­ა­თო სახე შექ­მნა.

ჩემ­თვის, რო­გორც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის­თვის დღემ­დე შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია მისი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და ში­ნა­გა­ნი სიძ­ლი­ე­რე. ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წარ­ბშე­უხ­რე­ლი იდგე კა­მე­რის წინ და მო­ირ­გო ის როლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლო და თან თურ­მე ძა­ლი­ან ორ­გა­ნუ­ლია შენ­თვის. ეს ის შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც კა­მე­რის მე­ო­რე მხა­რეს ჩემ­თვის სა­მა­გა­ლი­თო ქალი იდგა. ალ­ბათ, სწო­რედ ამი­ტომ არის ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი, ხოლო ინგა პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც სა­მუ­და­მოდ აღი­ბეჭ­და ჩემს კად­რებ­სა და გო­ნე­ბა­ში, რო­გორც ძლი­ე­რი ქა­ლის სახე" - წერს ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი.