რუსეთმა "დოჟდის“ ჟურნალისტები - ეკატერინე კოტრიკაძე, ვლადიმერ რომენსკი და ნატალია სინდეევა „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანა - კვირის პალიტრა

რუსეთმა "დოჟდის“ ჟურნალისტები - ეკატერინე კოტრიკაძე, ვლადიმერ რომენსკი და ნატალია სინდეევა „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანა

რუსეთმა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დოჟდის“ ხელმძღვანელი ნატალია სინდეევა უცხო ქვეყნების აგენტების სიაში შეიყვანა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ე.წ. უცხოელი აგენტების სიაში ასევე შეიყვანეს ჟურნალისტები, ეკატერინე კოტრიკაძე და ვლადიმერ რომენსკი. გადაწყვეტილების მიზეზი მათი "პოლიტიკური საქმიანობაა“.

ტელეკომპანია „დოჟდი“ 2008 წელს დაარსდა და რუსეთის ოპოზიციის და საპროტესტო მოძრაობებთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებდა. შარშან, „უცხოელ აგენტად“ თავად ტელეარხი აღიარეს.

„დოჟდმა“ რუსეთიდან მაუწყებლობა 3 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში შეწყვიტა. არხმა მაუწყებლობა 18 ივლისს მეზობელი ლატვიის სტუდიებიდან განაახლა.