მამაკაცი, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა - კვირის პალიტრა

მამაკაცი, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა

მამაკაცი, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, ხელყუმბარა ააფეთქა, მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

„ისევ მართვით სუნთქვაზე რცება. მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კრიტიკული“, - განაცხადეს კლინიკაში.

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში”, მამაკაცმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თავის აფეთქება სცადა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სასტუმროს ნომერი დაიქირავა, სადაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.