"ტკბილეულით ცდილობდა გოგონა მოეტყუებინა" - არსებული ინფორმაციით, მარნეულში 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს - კვირის პალიტრა

"ტკბილეულით ცდილობდა გოგონა მოეტყუებინა" - არსებული ინფორმაციით, მარნეულში 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­ნე­ულ­ში, სო­ფელ წე­რე­თელ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, 10 წლის გო­გო­ნას გა­ტა­ცე­ბა სცა­დეს.

"ტვ პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 წლის მო­ზარ­დის სა­ვა­რა­უ­დო გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტი სა­ჯა­რო სკო­ლას­თან 4 დღის წინ მოხ­და, როცა გო­გო­ნა სკო­ლი­დან შეს­ვე­ნე­ბა­ზე მა­ღა­ზი­ა­ში გა­ვი­და, მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­სულს კი უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა მან­ქა­ნა გა­უ­ჩე­რა და ტკბი­ლე­უ­ლით ცდი­ლობ­და გო­გო­ნა მო­ე­ტყუ­ე­ბი­ნა თით­ქოს მის­მა მშობ­ლებ­მა გაგ­ზავ­ნეს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დის მშობ­ლე­ბი ითხო­ვენ მა­მა­კა­ცი გა­მო­ავ­ლი­ნონ, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფორ­დის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 150-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.