"ოჯახის წევრებმა არ დამინდეს, იძულებული გავხდი სახელი და გვარი შემეცვალა" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი: თათა ვარდანაშვილი მძიმე დღეებზე, ოჯახსა და გეგმებზე - კვირის პალიტრა

"ოჯახის წევრებმა არ დამინდეს, იძულებული გავხდი სახელი და გვარი შემეცვალა" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი: თათა ვარდანაშვილი მძიმე დღეებზე, ოჯახსა და გეგმებზე

მხატ­ვარ­მა და დი­ზა­ი­ნერ­მა თათა ვარ­და­ნაშ­ვილ­მა ქარ­თულ მო­და­ში თა­ვი­სი სი­ტყვა ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ბოლო წლებ­ში თქვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბით და საქ­მით გახ­და. თუმ­ცა დიდი ხა­ნია, ფაქ­ტობ­რი­ვად არ­სად ჩანს. მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას თით­ქმის აღარ ეკონ­ტაქ­ტე­ბა...

რა მოხ­და, სად გაქ­რა და სა­ერ­თოდ რას აკე­თებს ერთ დროს ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი - თათა ვარ­და­ნაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა:

- მეც მინ­და, 2000-იან წლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მენ­ტა­ლუ­რად, მაგ­რამ ცნო­ბი­ე­რად მიძ­ნელ­დე­ბა... რო­გო­რი უც­ნა­უ­რიც არ უნდა იყოს, გუ­შინ ძველ თბი­ლის­ში დავ­დი­ო­დი და ერთ პა­ტა­რა, მი­ტო­ვე­ბულ სარ­დაფს ვე­ძებ­დი, რო­მელ­საც და­ვი­ქი­რა­ვებ, ან ვი­ყი­დი და ცხოვ­რე­ბას ახ­ლი­დან და­ვი­წყებ... მერე სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დი, პირ­ვე­ლი ზარი შენი იყო, გა­დავ­წყვი­ტე, ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­თან­ხმე­ბო­დი. ძი­რი­თა­დად, ჟურ­ნა­ლის­ტებს უარს ვე­უბ­ნე­ბი...

გუ­შინ ჩემი ბავ­შვო­ბის ქუ­ჩე­ბი მო­ვი­ა­რე, სა­დაც სკო­ლის მოს­წავ­ლე დავ­დი­ო­დი და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ვიხ­სე­ნებ­დი ჩემს ბავ­შვურ ოც­ნე­ბებს, შთა­გო­ნე­ბის წყა­რო­ებს. ეს ცნო­ბი­ე­რე­ბა მთაწ­მინ­დი­დან იწყე­ბა, რად­გან მამა და­ვით­ზე მამა მა­ტა­რებ­და და გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე მიყ­ვე­ბო­და. მა­მა­ზე ად­რე­ულ წლებ­ში ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად ვსა­უბ­რობ­დი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მას­ზე ახლა წარ­სულ­ში მო­მი­წევს ლა­პა­რა­კი. შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახლა 6-ში წლის­თა­ვია... ადრე რა­საც ვა­კე­თებ­დი, ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის იყო, რომ მამა გა­მე­ხა­რე­ბი­ნა. გუ­შინ ვფიქ­რობ­დი, ასე­თი რომ მნა­ხოს, რო­გო­რიც ახლა ვარ, გა­ვუ­ხარ­დე­ბი?!. მოდი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო იმის­თვის, რომ მამა გა­ვა­ხა­რო... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მტკი­ვა ფეხი და სი­ა­რუ­ლი მი­ჭირს, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი ჩა­ვიც­ვი და გა­რეთ ამი­ტომ გა­ვე­დი...

- ფე­ხის ტკი­ვილს რა იწ­ვევს?

- მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ტერფში გან­ლე­უ­ლი მაქვს ხრტი­ლი. რო­დე­საც 2015 წელს იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სამ­სა­ხუ­რი­დან, ანუ ფაბ­რი­კი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ორ თვე­ში ხერ­ხემ­ლის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი და­მე­წყო...

რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს ჩემი სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ვე­ცი, იქ სამ­ხედ­რო სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სი და­არ­სდა, სა­დაც 2010 წლი­დან 2015 წლამ­დე სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცი­ას ვა­წარ­მო­ებ­დით, სამ­ხედ­რო ეკი­პი­რე­ბას ვკე­რავ­დით. ბა­თინ­კი რთუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სით მზად­დე­ბო­და. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პო­ლი­უ­რე­თა­ნის გამ­დიდ­რე­ბის პრო­ცე­სი. ამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის და­ნერგვა მარ­ტოს მი­წევ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ვსუნ­თქავ­დი რთულ ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბას, წარ­მო­ე­ბი­დან პრაქ­ტი­კუ­ლად არ გა­მოვ­დი­ო­დი, ღა­მის 4 სა­ა­თამ­დე იქ ვი­ყა­ვი. იმ სივ­რცე­ში ყოფ­ნი­სას ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. სა­ბო­ლო­ოდ, ის ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ხერ­ხე­მალ­ში ჩა­მე­კი­რა, რა­მაც სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­მე­ზღუ­და და კუნ­თე­ბის ატრო­ფი­ამ­დე მი­ვე­დი. ვე­ღარ დავ­დი­ო­დი, სა­ჭეს­თან ვერ ვჯდე­ბო­დი...

მერე ვი­ვარ­ჯი­შე, თავი ვა­ი­ძუ­ლე, რომ სი­ა­რუ­ლი თა­ვი­დან მეს­წავ­ლა, თხი­ლა­მუ­რებ­ზე თა­ვი­დან დავ­მდგა­რი­ყა­ვი, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ცურ­ვა რომ შევ­ძე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავ­შიც გა­დავ­ლა­ხე. (გააგრძელეთ კითხვა)