ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და ორი საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლო“ 4:0 დაამარცხა (VIDEO) - კვირის პალიტრა

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და ორი საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლო“ 4:0 დაამარცხა (VIDEO)

სერია A-ს მე-12 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლო“ 4:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, მასპინძლები კი ორი გოლით დაწინაურდნენ - კვარაცხელიას ორი პასით დუბლი ოსიმენმა შეასრულა. 36-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ თავად გაიტანა. პირველი ტაიმი 3:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. ტაიმის ბოლომდე კვარაცხელიამ ორჯერ კიდევ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ააცილა. 71-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია ლუჩანო სპალეტიმ შეცვალა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ ფორმით 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა.