ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - კვირის პალიტრა

ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, ხიმშიაშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მოხდა, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

IPN