"ჩვენები იღებენ დამატებით შეიარაღებას, ამჯერად ტანკები მეგობარი სლოვენიიდან! ასევე, იტალია გვაძლევს თვითმავალ ჰაუბიცებს" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი - კვირის პალიტრა

"ჩვენები იღებენ დამატებით შეიარაღებას, ამჯერად ტანკები მეგობარი სლოვენიიდან! ასევე, იტალია გვაძლევს თვითმავალ ჰაუბიცებს" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"აბა კვირა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი მოვიდა ცხელ-ცხელი ამბებით!

დავიწყოთ დროებით ოკუპირებული სევასტოპოლიდან!გამოგიტყდებით, გუშინ დიდი იყო ცდუნება, დილიდან დაგვეწერა სევასტოპოლში ურდოს შავი ზღვის ფლოტზე დრონებით შეტევის თაობაზე! დაველოდეთ, ვიდრე ურდოს მკვლელობის სამინისტრომ თავად არ დაადასტურა, რომ საჰაერო და მცურავი კამიკაძე დრონებით განხორციელდა თავდასხმა და დაზიანდა რამდენიმე მცურავი საშუალება! მაშ ასე: დადასტურებულად, ურდოს ფლაგმან გემს "ადმირალ მაკაროვს" დაზიანებული აქვს რადიო-სალოკაციო სისტემა და სერიოზული დაზიანება მიიღო კოდევ ერთმა საბრძოლო გემმა "ესენ"-მა! ურდო ჩავარდა ისტერიკაში და დღისით ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გადის უკრაინული ხორბლის საერთაშორისო ბაზრების გატანის შეთანხმებიდან! მან შეტყობინება გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს გუტიერეშს და ასევე მოითხოვა დღეს საგანგებო სხდომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით! ქურდს რა უნდოდა და ბნელი ღამეო! ისევ შანტაჟი, ისევ შიშმილი აფრიკის კონტინენტზე, ისევ ისტერიის შექმნა!

აღარავინ ჭამს ამას! უკრაინის ხელისუფლება ითხოვს გაეროსგან და დიდი ოცეულისგან სათანადო პრინციპულ რეაგირებას! ვნახოთ!ფაქტია, რომ ურდოსებმა გადამალეს თავისი გემები, საიდანაც ხორციელდებოდა სარაკეტო თავდასხმები უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე! რუსი ბლოგერები კი პანიკაში წერენ, სადაც გუშინ იყო 16, ხვალ იქნება 60 და ზეგ 160 უკრაინული დრონი და უკრაინელები, ნატოს დახმარებით მიღწევენ სასურველ შედეგებსო! ასეც იქნება!

ფაქტია ისიც, რომ ხერსონთან ახლოს მდებარე ლეგენდარული ჩერნობაევკის სამხედრო აეროდრომიდან მთელი ტექნიკა გაიყვანეს და გაიტანეს ურდოსებმა! ფაქტია, რომ ურდო კი ამაგრებს ჩმობიკებს პოზიციებს ხერსონში, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, მაგრამ კიდევ უფრო მაგრა აძლიერებს თავდაცვის ზღუდეებს მარცხენა ნაპირზე და ელოდება უკრაინელებოს მასიურ შეტევას!

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამართველოს ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ბუდანოვი, რომელიც ცნობილია თავისი პროგნოზების სიზუსტით, აცხადებს, რომ ხერსონის გათავისუფლება სავარაუდოდ მოხდება ნოემბრის ბოლომდე! ყველაფერი ზუსტად დასვა ამ კაცმა და დაველოდოთ ამ პროგნოზსაც!

ზაპოროჟიეში - უცვლელად!

ლუჰანსკში ჩვენები ადასტურებენ, რომ კრემენნა-სვატოვოს სტრატეგიული ტრასა ჩვენების საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის! ჩვენები მიიწევენ წინ! შედარებით ნელა, მაგრამ მაინც მეთოდურად მიიწევენ წინ!

დონეცკის მიმართულებაზე შემოგვიტია მტერმა უგლედარის მიმართულებაზე, მაგრამ საღამოსკენ ვითარება დაარეგილირეს ჩვენებმა და გასცხეს გემრიელად კბილებში მტერს!

ბახმუტში ჩვენები მყარად დგანან! საიდან არ შემოუარეს პრიგოჟინის ვაგნერელებმა, მაგრამ ყველგან მოხვდათ დინგში!

ჩვენები იღებენ დამატებით შეიარაღებას, ამჯერად ტანკები მეგობარი სლოვენიიდან! ასევე, იტალია გვაძლევს თვითმავალ ჰაუბიცებს! გუშინ კობზონის ცოდვილი სული ზეიმობდა - უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მკტარი რუსების რაოდენობა 70 ათასს გადასცდა!

ასევე ძალიან გაუხარდებოდა იოსის, როდესაც გაიგებდა, რომ კალინინგრადის 1-ლი საარმიო კორპუსი, 12 ათასი ჯარისკაცის ოდენობით, თავის შეიარაღებით და ტექნიკით, სრულიად განადგურებულია! განა რამე - მსოფლიოს 22-ე არმია უნადგურებს მთელ-მთელად არმიებს მსოფლიოს მე-2 ურდოს!

პუტლერის ფინალი როგორი იქნება და როგორი გვინდა? ცხადია, "გედების ტბის" ბალეტს უწყვეტად ურდოსულ არხებზე ველით უმრავლესობა მსოფლიოში, მაგრამ ევროკომისიის კომისარი დიდიერსი სულაც არ გამორიცხავს, რომ ჰააგის სასამართლომ ძალიან მალე დაიწყოს საქმეების განხილვა რუსი სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ და სავსებით რეალურად მიიჩნევს რომ თავად პუტლერი აღმოჩნდეს სულ მალე საბრალდებო სკამზე!

უკრაინა გაიმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს - პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ნადგურდება!

დიდება უკრაინას!დიდება გმირებს!დიდება ერს!სიკვდილი მტერს!"-წერს პეტრიაშვილი