"ნინო რამიშვილს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ქართველი შანელი! რომ დავინახე, მონუსხული ვიდექი - ის იყო უნატიფესი" - კვირის პალიტრა

"ნინო რამიშვილს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ქართველი შანელი! რომ დავინახე, მონუსხული ვიდექი - ის იყო უნატიფესი"

მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ამ სფეროს გავლენიანი ადამიანები თამაშობენ - მოდის კრიტიკოსები და მოდის ბლოგერები, თუმცა მათზე მნიშვნელოვანი ის ადამიანები არიან, რომლებიც თავად ქმნიან საკუთარი ჩაცმის სტილს, მოდის "ამინდს", აყალიბებენ ტენდენციებს და ეხმარებიან კიდეც ამა თუ იმ მოდის სახლს ან დიზაინერს იმიჯის ჩამოყალიბებაში. სწორედ ასეთ გემოვნებიან ადამიანებზე მინდა ვისაუბრო რუბრიკაში "მოდა და სტილი" დიზაინერ მარინა ხორავასთან ერთად. ვინ ქმნის სამოსს და ვინ ანიჭებს უკვდავებას დიზაინერი თუ ის, ვინც სამოსს წარმოაჩენს.

გრეის კელი

nino4-1667130661.jpg

ფრანგი ფილოსოფოსი როლან ბარტი ამბობდა, რომ მოდა არის კომუნიკაციის ფორმა, მას აქვს ამოცანა და მიზანი. არავინ იცის, გრეის კელი ბარტის ამ მოსაზრებას იცნობდა თუ არა, მაგრამ ის ფრანგი ფილოსოფოსის სწორედ ამ ფრაზის განსახიერება იყო ჩაცმულობით, ვარცხნილობით, საერთოდ, სტილით. განსაკუთრებით მონაკოში ჩასული იგრძნობთ გრეის კელის "მოდურობას", სადაც დღემდე არსებობს მისი ფანკლუბები. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ახალი რუბრიკა გრეის კელის, როგორც მოდის სფეროში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის განხილვით დავიწყეთ.

- გრეის კელი არ ყოფილა დიდი მსახიობი, მაგრამ ნიჭიერი უდავოდ იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, ალფრედ ჰიჩკოკი არ ათამაშებდა თავის ფილმებში. გრეისი­ იყო ნიჭიერი და ჰქონდა ის სტილი, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკს მოსწონდა. სტილმა დიდი როლი ითამაშა მის წარმატებაში­. როდესაც პრინცესა გახდა, ჰიჩკოკი მაშინაც სთავაზობდა ფილმებში მონაწილეობას, თვლიდა, რომ ის შეუცვლელი იყო. მას ყოველთვის განსხვავებული ჩაცმულობა ჰქონდა. არა იმდენად გამორჩეული, რომ ვთქვათ, მსგავსი არ გვინახავსო, მაგრამ სტილი ჰქონდა საოცრად დახვეწილი და ჰაეროვანი. მოდა ყოველ ათწლეულში იცვლება, ადამიანები იცვლებიან, მას კი არასოდეს უღალატია თავისი სტილისთვის. იყო ქველმოქმედი, მაგრამ მისი ვიზუალური მხარე და ჩაცმულობა კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებაზე. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამორჩეულად იცვამდა, იმდენად წარმოაჩენდა უბრალო ბლუზას, რომ ის არა მარტო პრინცესა გრეის კელი, არამედ მოდური ქალი იყო.

nino-1667130660.jpg

- გრეის კელის საქორწილო კაბაც დიდხანს­ იყო განხილვის საგანი.

- ძალიან ბევრმა მიჰბაძა, მაგრამ მასავით შეუდარებელი არავინ ყოფილა. გრეის კელის კაბის ინსპირაციით შეკერილი კაბები ეცვათ ჯვრისწერაზე კეიტ მიდლტონს, ცნობილ მოდელებს მირანდა კერისა და პერის ჰილტონს. გრეისის საქორწილო კაბის დიზაინერი იყო ამერიკელ ჰელენ როუზი, რომელმაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი ამერიკულ მედიაკომპანია Mეტრო-Gოლდწყნ-Mაყერ-ში გაატარა - ანუ გრეისს არ ჰყავდა სახელგანთქმული დიზაინერი კაბისთვის. 2006 წელს გრეის კელისა და პრინც რენიე III-ის ქორწილიდან 50-ე წლისთავის აღსანიშნავად ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა მისი საქორწილო კაბა და სხვა კაბებიც მისი გარდერობიდან. შემდეგ ეს გამოფენა ლონდონში მასპინძლობდა დამთვალიერებელს.

310167924-1667754489.jpg

- თავად ვის გავლენას განიცდიდა გრეის კელი?

- არავის. მართალია, იყო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა მის იმიჯზე, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ადამიანი თავად არ არის გემოვნებიანი, დიზაინერების ჯგუფი ვერ უშველის. არსებობს ფოტოები, როცა პრინცესას ბავშვი მიჰყავს სკოლაში, ასეთ დროს დიზაინერი ხომ ვერ ურჩევდა, რა ჩაეცვა? უნიკალური სტილის მქონე ქალი იყო, დახვეწილობის სიმბოლო.

- ვინ ანიჭებს სამოსს უკვდავებას, ჩამცმელი თუ სამოსის შემქმნელი?

- გრეისს ფილმებში დიზაინერის შექმნილი სამოსი ეცვა, ცხოვრებაში კი დიზაინერი არ სჭირდებოდა. ამ ქალმა მხოლოდ თავისი საქმიანობითა და ადამიანობით კი არ დაიმსახურა ხალხის სიყვარული, არამედ ვიზუალითაც. გრეისმა ზღაპრული პერსონაჟი შექმნა.

ლედი გაგა

nino2-1667130660.jpg

- სამოსი აზრის გამოხატვის ერთ-ერთი­ ფორმაა. სწორედ სამოსით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და აზრებს ცნობილი მომღერალი და მოდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა - ლედი გაგა. ყოველკვირეულმა ჟურნალმა „Entertainment Weekly მისი კაბები აღიარა ბოლო ათ წელიწადში ერთ-ერთ საუკეთესოდ, ხოლო ჟურნალ „TIME-მა 2013 წელს ყველა დროის 100 მოდის ლეგენდის რეიტინგში დაასახელა მაიკლ ჯექსონთან, მადონასა და ჯგუფთან The Beatles-თან ერთად.

- ისტორიას დარჩება ლედი გაგა?

- ორი სრულიად საპირისპირო პოლუსია გრეის კელი და ლედი გაგა, მაგრამ გავა წლები და ლედი გაგაც დარჩება ისტორიას ავანგარდული სტილითა და ექსცენტრიკული გამოხდომებით სცენაზე. ის ეპატაჟური ქალია ბუნებითაც და ჩაცმულობითაც, საინტერესო, საყურადღებო პერსონაჟია. გრეის კელივით მანაც შექმნა ჩაცმის თავისებური სტილი შემოიტანა. "ინსტაგრამზე" უკვე რამდენიმე გვერდია, რომლებიც მის ჩაცმასა და სტილს ეძღვნება.

- 2021 წლის 21 იანვარს ჯო ბაიდენის­ ინაუგურაციის ცერემონიაზე ლედი გაგა თავისი ჩაცმულობით გამოირჩეოდა სტუმრებს შორის.

314419324-1667754519.jpg

- გეთანხმები და სხვათა შორის, აქ უნდა გავიხსენო "სკიაპარელი", ძალიან ძველ­ი და კარგი ბრენდი, რომელსაც ბევრი არ იცნობს. იცის მხოლოდ მოდით დაინტერესებულმა წრემ. ლედი გაგა საზოგადოებამ სწორედ "სკიაპარელის" სამოსით გაიცნო.­ ინაუგურაციაზეც "სკიაპარელის" სამოსი ეცვა. გულსაბნევიც სიმბოლური ჰქონდა - მერცხალი, თავისუფლების სიმბოლო. თავად ჩაცმულობა თითქოს უმარტივესი წითელი და შავის კომპოზიციაა. თითქოს ახალი არაფერია, სტენდალის ფერებია, მაგრამ ლედი გაგამ წარმოაჩინა სამოსი განსაკუთრებულად. ის არც ერთ კონცერტზე ან ღონისძიებაზე ერთი და იმავე იმიჯით არ გადის. მაგალითად, "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე აკადემიურად ეცვა. ვინ იტყვის, რომ იმ შავ კაბაში რამე ახალი იყო? არაფერი, მაგრამ გაგა ისე მხატვრულად წარმოაჩენს, რომ მოგინდება ასეთივე კაბის ჩაცმა.

- 2019 წლის "მეტგალაზეც" გამორჩეულად ჩაცმული იხილა მაყურებელმა.

- ვარდისფრებში გამოწყობილი გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, შემდეგ ვარდისფერი მოსასხამი გაიხადა. ეს ჩემი საყვარელი სცენაა. მისი სამოსის დიზაინერი, ბრენდონ მაქსველი, ლედი გაგას დიდი ხნის მეგობარია და როგორც ჩანს, კარგად იცნობს მის ხასიათს. სხვათა შორის, მომდევნო წლების "მეტგალაზეც" განმეორდა გაგას პერფორმანსი, მას მიჰბაძეს, თუმცა არავის გამოუვიდა. ჩვეულებრივად რომ იცვამდეს, გარეგნულად არც მიგიზიდავს, მაგრამ თავისი ეპატაჟურობით ბევრ გარეგნულად უნაკლო ქალს დაჩრდილავს. ლედი გაგასთანაც მუშაობენ დიზაინერები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მისია.

ნინო რამიშვილი

- ლეგენდარულ ნინო რამიშვილს ჰქონდა ჩაცმის იმდენად უნიკალური და განსხვავებული სტილი, რომ დღეს მისი მიბაძვაც კი რთულია, მეთანხმები?

- მე ნანახი მყავს ნინო რამიშვილი, მას არაჩვეულებრივი გარეგნობა და სტილის შესანიშნავი გრძნობა ჰქონდა, ზუსტად ისე იმოსებოდა, რაც მის გარეგნობას შეესაბამებოდა. ძალიან უყვარდა შანელის სტილში ჩაცმა. რომ დავინახე, მონუსხული ვიდექი - ის იყო უთხელესი და უნატიფესი, მუხლს ქვემოთ ქვედაკაბა და მომდგარი კოსტიუმი ეცვა.

nino-ramishvili-1667754541.jpg

- რაღაცით კოკო შანელს ამსგავსებ?

- დარწმუნებული ვარ, შანელს რომ ენახა ნინო რამიშვილი, აუცილებლად სთხოვდა, რომ მისი ბრენდის სახე გამხდარიყო.­ ნინო რამიშვილი თავად ქმნიდა თავის სტილს, მის ჩაცმულობაში დიზაინერის ხელი არ ურევია. იცოდა, როგორ წარმოჩენილიყო ძვირფასად და დასამახსოვრებლად. უყვარდა ბრუტალური აქსესუარები, მაგალითად, თეთრ პერანგზე დიდი ბროში და ყელსაბამი ეკეთა. დიდი სამკაულებით ივსებოდა ნინოს სტილი. ნინო რამიშვილს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ქართველი შანელი!