"გთხოვთ, არ გადამცეთ მშობლებს, რადგან ისინი მომკლავენ" - დაღესტნელი დების ამბავი, რომლებიც  ოჯახურ ძალადობას საქართველოში გამოექცნენ - კვირის პალიტრა

"გთხოვთ, არ გადამცეთ მშობლებს, რადგან ისინი მომკლავენ" - დაღესტნელი დების ამბავი, რომლებიც  ოჯახურ ძალადობას საქართველოში გამოექცნენ

"რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა ზემო ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტზე და­ა­კა­ვეს და­ღეს­ტნე­ლი დები, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ოჯახს გა­მო­ექ­ცნენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლას ცდი­ლობ­დნენ. ისი­ნი არი­ან ხა­დი­ჟატ და ფა­ტი­მატ ხიზ­რი­ე­ვე­ბი, ამი­ნატ გა­ზი­მა­გო­მე­დო­ვა და ფა­ტი­მატ მა­გო­მე­დო­ვა," - ამის შე­სა­ხებ kavkazr.com წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გო­გო­ნე­ბი და­ღეს­ტინ­დან ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას გა­მო­ექ­ცნენ. მე­სა­ზღვრე­ე­ბის თქმით, მათ ახ­ლობ­ლე­ბი მოს­დევ­დნენ.უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ნა­თე­სა­ვე­ბი გო­გო­ნებს რე­გუ­ლა­რუ­ლად აყე­ნებ­დნენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ცოტა ხნის წინ კი მშობ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი ბი­ძაშ­ვილ­ზე და­ე­ქორ­წი­ნე­ბი­ნა.

რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა დებს ჩა­მო­არ­თვეს პას­პორ­ტე­ბი და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. გა­მოჰ­კი­თხეს ჰქონ­დათ თუ არა მშობ­ლე­ბის­გან უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლის შე­სა­ხებ. მე­სა­ზღვრე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი იკ­ვლევ­დნენ, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მათი სა­ზღვარ­ზე გა­ტა­რე­ბა და თი­თო­ე­ულ დას ცალ-ცალ­კე უტა­რებ­დნენ გა­მო­კი­თხვას.

"ტე­ლეგ­რამ" არ­ხმა SOTA გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც გო­გო­ნე­ბი სა­კუ­თარ თავს წა­რად­გე­ნენ და ითხო­ვენ, რომ არ და­უთ­მონ ისი­ნი მშობ­ლებს, რად­გა­ნაც შე­საძ­ლოა, რომ მოკ­ლან.

ბოლო ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, და­ღეს­ტნე­ლი დები რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა გა­მო­უშ­ვეს და გო­გო­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა შეძ­ლეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.