თბილისში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია ერთი პირი - კვირის პალიტრა

თბილისში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც თბილისში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ტ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტ.ძ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.

პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.