ხიდის ჩამონგრევის შედეგად ასობით ადამიანი მდინარეში ჩავარდა ინდოეთში - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ხიდის ჩამონგრევის შედეგად ასობით ადამიანი მდინარეში ჩავარდა ინდოეთში - არის მსხვერპლი

ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩამონგრევის შედეგად ასობით ადამიანი მდინარეში ჩავარდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მომხდარის დროს ხიდზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. Reuters ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ინციდენტს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ "ღრმად დამწუხრებულია ტრაგედიით".

BBC-ის ცნობით ხიდი, რომელიც ჩაინგრა, ოთხი დღის წინ რეაბილიტაციის შემდეგ, გაიხსნა.

IPN