"ვფიქ­რობ, რაც უფრო მო­მე­მა­ტა ასა­კი, უფრო გავ­ლა­მაზ­დი. ჭა­ღა­რა თმა, უც­ნა­უ­რი მი­ზე­ზით, გაძ­ლი­ე­რებს. ის ჩემი გვირ­გვი­ნია" - კვირის პალიტრა

"ვფიქ­რობ, რაც უფრო მო­მე­მა­ტა ასა­კი, უფრო გავ­ლა­მაზ­დი. ჭა­ღა­რა თმა, უც­ნა­უ­რი მი­ზე­ზით, გაძ­ლი­ე­რებს. ის ჩემი გვირ­გვი­ნია"

ბრი­ტა­ნე­ლი ქე­რო­ლა­ინ ლა­ბუ­შე­რი ერთ-ერთი მათ­გა­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ცხოვ­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს დატ­ვირ­თუ­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბით, ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბით და ყო­ველ­დღი­უ­რი მჩქე­ფა­რე რიტ­მით.

ქე­რო­ლა­ი­ნი ბავ­შვო­ბა­ში მა­მამ მი­ა­ტო­ვა, რა­მაც და­უც­ვე­ლო­ბის გრძნო­ბა გა­უ­ჩი­ნა. მა­მის წას­ვლა მის­თვის ისე­თი ტრავ­მა იყო, რომ ყო­ველ­თვის ჰქონ­და მარ­ტო დარ­ჩე­ნის და სი­ბე­რის შიში. 2 შვი­ლის დედა ამ­ბობს, რომ 50 წლამ­დე თავს უმ­ნიშ­ვნე­ლოდ გრძნობ­და და სი­ბე­რის ყო­ველ­გვარ ნი­შანს ებ­რძო­და. ფიქ­რობ­და, რომ როცა და­ბერ­დე­ბო­და, მის­გან ყვე­ლა წა­ვი­დო­და, მის გვერ­დით ყოფ­ნა არა­ვის მო­უნ­დე­ბო­და.

"ისე გა­ვი­ზარ­დე, რომ სარ­კე­ში არ ვი­ყუ­რე­ბო­დი. მგო­ნი, თავი ლა­მა­ზად ქორ­წი­ლის დღე­საც კი არ მიგ­რძვნია. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, როცა კა­მე­რას მო­მიშ­ვერ­დნენ ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად, ზურ­გით ვბრუნ­დე­ბო­დი ხოლ­მე. არას­დროს მი­ფიქ­რია, რო ლა­მა­ზი ვარ. ეს გან­ცდა ბოლო წლებ­ში გა­მიჩ­ნდა", - ამ­ბობს ქალი.

რო­გორც თვი­თონ ყვე­ბა, ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბი არ ჰქო­ნია: "სკო­ლა არ მიყ­ვარ­და და 16 წლის ვი­ყა­ვი როცა სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი შევ­წყვი­ტე, რის შემ­დე­გაც Cordon Bleu-ს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი და სამ­კერ­ვა­ლო კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე. კა­რი­ე­რუ­ლი გეგ­მე­ბი არ და­მი­სა­ხავს, მხო­ლოდ მოგ­ზა­უ­რო­ბა, ქორ­წი­ნე­ბა და ოჯა­ხის შექ­მნა მინ­დო­და", - ამ­ბობს ის.

ლა­ბუ­შე­რის ცხოვ­რე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ერთ დღე­ში შე­იც­ვა­ლა. 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, ამე­ლი­ამ, რო­მე­ლიც მო­დე­ლად მუ­შა­ობ­და, სახ­ლში თქვა, რომ მისი უფ­რო­სი, გა­და­სა­ღე­ბად, ჭა­ღა­რათ­მი­ან ქალს ეძებ­და:

"მო­დე­ლი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჭა­ღა­რა თმა მქონ­და",- იხ­სე­ნებს ლა­ბუ­შე­რი.

ქე­რო­ლა­ი­ნის ვი­ზუ­ალ­მა ისე მი­ი­პყრო ყუ­რა­დღე­ბა, რომ მისი ფო­ტო­ე­ბი ბრი­ტა­ნულ Vogue-შიც გა­მოქ­ვეყ­ნდა. ამ­ბობს, რომ აქვს გან­ცდა, თით­ქოს ცხოვ­რე­ბა 50 წლის ასა­კის შემ­დეგ და­ი­წყო. ახლა 58 წლი­საა

"არას­დროს მსურ­და, რომ ასა­კი დამ­ტყო­ბო­და. ეს არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები