ვინ არის უკრაინაში, ოკუპანტებთან ომში დაღუპული 23-ე ქართველი მებრძოლი - კვირის პალიტრა

ვინ არის უკრაინაში, ოკუპანტებთან ომში დაღუპული 23-ე ქართველი მებრძოლი

უკ­რა­ი­ნა­ში, ბახ­მუტ­თან და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი 40 წლის გურ­გენ (გუგა) გაგ­ნი­ძეა.

ის უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის 25-ე სა­დე­სან­ტო-მო­ი­ე­რი­შე ბრი­გა­და­ში მსა­ხუ­რობ­და, ოც­მე­თა­უ­რი იყო და არა­ერთ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ოდი­ში­ნი­უ­სი" ავ­რცე­ლებს.

"გუგა გაგ­ნი­ძე ბახ­მუტ­თან, კონ­ტაქ­ტუ­რი ბრძო­ლის დროს, მა­შინ და­ი­ღუ­პა, როცა ჯგუფ­თან ერ­თად ტყვე­ე­ბის ასაყ­ვა­ნად და­გეგ­მილ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჯგუ­ფი "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის" ჩა­საფ­რე­ბა­ში მოჰ­ყვა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი და გა­დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, გუ­გამ ბო­ლომ­დე არ და­ტო­ვა ბრძო­ლის ველი და გმი­რუ­ლად და­ე­ცა." - წერს გა­მო­ცე­მა.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომის და­წყე­ბი­დან 23 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როა გარ­დაც­ვლი­ლი.

ambebi.ge