"უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთის გარეშე არ იქნება არანაირი სომხეთი, არათუ ყარაბაღი" - განაწყენებული მარგარიტა სიმონიანი სომხებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთის გარეშე არ იქნება არანაირი სომხეთი, არათუ ყარაბაღი" - განაწყენებული მარგარიტა სიმონიანი სომხებს მიმართავს

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი, რუ­სე­თის ტე­ლე­არხ Russia Today-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი "ტელგრა­მარხზე" სომ­ხეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთ პოტს აქ­ვე­ეყ­ნებს. ამ­ჯე­რად იგი სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავს

"სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც ხმა მი­ე­ცით ფა­ში­ნი­ანს, უნდა გეს­მო­დეთ, რომ რუ­სე­თის გა­რე­შე არ იქ­ნე­ბა არა­ნა­ი­რი სომ­ხე­თი, არა­თუ ყა­რა­ბა­ღი. ვინ შე­ა­ჩე­რა 44-დღი­ა­ნი ომი? ეს შე­ა­ჩე­რა პი­რა­დად პუ­ტინ­მა.

და ამე­რი­კას, რო­მელ­საც სომ­ხე­თის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს სამ­შბ­ლო ფეხ­ვეშ გა­უ­გოს, თი­თიც არ გა­უნ­ძრე­ვია.

რა, ამე­რი­კას, რო­გორც ნა­ტოს წამ­ყვან ძა­ლას, არ შე­ეძ­ლო გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა "რას შვე­ბით, რას აკე­თებ მანდ? ჩვენ სომ­ხე­თის მომ­ხრე ვართ, მხარს ვუ­ჭერთ. კა­ლი­ფორ­ნი­ში უამ­რა­ვი სო­მე­ხი გვყავს და ასე­ვე კიმ კარ­და­ში­ა­ნი. ამე­რი­კას სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია." - წერს სი­მო­ნი­ა­ნი.

ოთხი დღის წინ სი­მო­ნი­ა­ნი წერ­და, რომ მას სომ­ხეთ­ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლეს.

ambebi.ge