პირველ ოთახში მარტო შევედი და ჩაცმულ-დახურული "ადამიანები" რომ დავინახე, შემეშინდა კიდეც - ცოცხლები მეგონენ - კვირის პალიტრა

პირველ ოთახში მარტო შევედი და ჩაცმულ-დახურული "ადამიანები" რომ დავინახე, შემეშინდა კიდეც - ცოცხლები მეგონენ

იხილეთ დასაწყისი - შემოღამება ათინას ციხესთან და ღამის გასეირნება უზუნგიოლის ტბაზე

სასტუმროში მოგზაურობის პირველი დღის მიწურულს დავბრუნდით, ღამე იყო და აღარაფერი ჩანდა, გარდა თავად სასტუმროსი. სამაგიეროდ, აშკარა იყო, რომ შესანიშნავი მომსახურე პერსონალი გვყავდა, თბილი და ყურადღებიანი ახალგაზრდები.

მეორე დღეს ადრიანად გავიღვიძეთ და მე და მზეომ საუზმემდე არემარის დათვალიერება გადავწყვიტეთ. როგორც ჩანს, იქაურობაც საკურორტო ზონად ითვლებოდა და ძალიან ჰგავდა იმ ადგილს, სადაც ზიპლაინით ვისრიალეთ.

2-1667157386.(9).jpg
ჩვენი სასტუმრო

3-1667157288.(8).jpg

არემარე ულამაზესი მთებით გარშემორტყმული აღმოჩნდა, უფრო ზუსტად, შთაბეჭდილება დამრჩა, თავად ვიყავით მთების ალყაში, თუმცა... ამგვარი ალყა ძალიან სასიამოვნოც კი იყო. ფაქტობრივად, მთებს ნებაყოფლობით ჩავბარდით, მაგრამ მობილურები არ დავთმეთ - აბა, ვინღა აღბეჭდავდა მათ სილამაზეს!

4-1667157307.(9).jpg

5-1667157322.(9).jpg

საუზმის შემდეგ ბარგი ჩავალაგეთ, მომსახურე პერსონალს დავემშვიდობეთ და უზუნგიოლისკენ გავწიეთ. ტბაზე აღარ გავისეირნეთ და დურსუნ ალი ინანის სახელობის მუზეუმის დათვალიერებით შემოვიფარგლეთ. საინტერესო და ლამაზი აღმოჩნდა მუზეუმის გარე თუ შიდასივრცე. აქ თავმოყრილი იყო საყოფაცხოვრებო ნივთები და ლითონისა და მეტალის ნამუშევრები, ალი ინანის მიერ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შექმნილი მდიდარი ეთნოგრაფიული კოლექცია, საუკუნის წინანდელი უზუნგიოლის, ძირითადად, ლაზების ტრადიციული ცხოვრების ამსახველი საგნები და საყოფაცხოვრებო ეპიზოდები, ფოტოები.

შესასვლელშივე იდგა გზამკვლევი ხის ფიგურით, რითაც დავიწყეთ ხის და ლითონის ნაკეთობების და სხვადასხვა წარმომავლობის ქვების დათვალიერება და ფოტოსესია.

6-1667157349.(9).jpg
მზია ეგიაშვილი

7-1667157163.(8).jpg

8-1667157181.(8).jpg

ეზოში მართლაც საინტერესო გამოფენა იყო მოწყობილი. სამწუხაროდ, აქ ყველაფერს ვერ გიჩვენებთ, მაგრამ რამდენიმეს სიამოვნებით წარმოგიდგენთ.

9-1667157200.(5).jpg

10-1667157433.(3).jpg
ქვის ნიჟარები

მუზეუმის შენობებშიც ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ. განცალკევებით მდგომ სახლში საყოფახოვრებო ეპიზოდები იყო გაცოცხლებული. სიმართლე გითხრათ, პირველ ოთახში მარტო შევედი და ჩაცმულ-დახურული "ადამიანები" რომ დავინახე, შემეშინდა კიდეც - წამით ცოცხლები მეგონენ და მისალმება კი დავაპირე.

11-1667157130.(3).jpg

12-1667157145.(2).jpg

შთამბეჭდავი იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე აბჯარასხმული ლაზების ფოტოც.

13-1667157111.(1).jpg

მუზეუმიდან ფრიად ნასიამოვნები წამოვედით და შთაბეჭდილებების წიგნში ჩვენი ავტოგრაფები დავტოვეთ.

14-1667157034..jpg

(გაგრძელება იქნება)