"ლონდონში 3 დღით ჩავედი. შემდეგ ის ჩამოვიდა ჩემთან პარიზში და უკან აღარც წავიდა" - რას ჰყვება დემნა ლოიკის გაცნობაზე? - კვირის პალიტრა

"ლონდონში 3 დღით ჩავედი. შემდეგ ის ჩამოვიდა ჩემთან პარიზში და უკან აღარც წავიდა" - რას ჰყვება დემნა ლოიკის გაცნობაზე?

,,ბალენსიაგას" შემოქმედებითი ხელმძღვანელის - დემნა გვასალიას ოფიციალური გვერდი ,,ფეისბუქზე" ახალ პოსტს აქვეყნებს, ფრანგული ჟურნალისთვის - ,,ვოგი" მიცემულ ინტერვიუში დემნა ლოიკის გაცნობის ამბავს იხსენებს:

- Vogue France:

სად და როგორ გაიცანი ლოიკი?

დემნა:

Facebook-ზე. [იცინის]

ინტერნეტს ვსქროლავდი, როდესაც უცხო ბენდის მუსიკამ ჩემი ყურადღება მიიქცია. დავსერჩე და Facebook-ზე მისი ფოტო ვნახე, ამ ბენდში უკრავდა. გადავწყვიტე, რომ მიმეწერა. მაშინ პარიზში ვცხოვრობდი, ის ლონდონში იყო.

რამდენიმე თვე ონლაინ ვლაპარაკობდით. მე ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ჩემს ინტუიციას ცხოვრებაში ყოველთვის კარგ ადგილებამდე მივუყვანივარ. ინტუიცია მეუბნებოდა, რომ უნდა მენახა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ პარიზიდან ლონდონში ჩავსულიყავი და პირადად გამეცნო. ლონდონში 3 დღით ჩავედი. შემდეგ ის ჩამოვიდა ჩემთან პარიზში და უკან აღარც წავიდა. [იცინის]".