"გულწრფელად ვნანობ! მეტი, არ ვიცი, რა გავაკეთო? მე მაპატიეთ!“ - მსახიობი თამარ მაყაშვილი დისკრიმინაციული ნათქვამის გამო ბოდიშს იხდის - კვირის პალიტრა

"გულწრფელად ვნანობ! მეტი, არ ვიცი, რა გავაკეთო? მე მაპატიეთ!“ - მსახიობი თამარ მაყაშვილი დისკრიმინაციული ნათქვამის გამო ბოდიშს იხდის

"გულ­წრფე­ლად ვნა­ნობ! მეტი, არ ვიცი, რა გა­ვა­კე­თო? მე მა­პა­ტი­ეთ!“ - მსა­ხი­ობ­მა თა­მარ მა­ყაშ­ვილ­მა ბო­დი­შის მოხ­და მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც ორი დღის წინ, "იმედ­ზე“ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში "ხუ­ლე­ლი ბავ­შვი“ დამკნი­ნე­ბელ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნია. ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, "იმედ­ზე" შა­ბათ-კვი­რის გა­და­ცე­მა­ში წამ­ყვნად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ერთ-ერთ პირ­ველ სტუმ­რად კი სა­კუ­თა­რი დედა, თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი მი­იწ­ვია.

გა­და­ცე­მა­ში მა­ყაშ­ვი­ლი ყვე­ბა, რომ მკაც­რი დედა იყო და ყო­ველ­თვის აკონ­ტრო­ლებ­და შვი­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბას.

"არა­სო­დეს ვაც­მევ­დი სუ­ლე­ლურ კა­ბებს. იმ დღეს გა­ვი­ხე­დე და კა­ტოს (რუს­კას შვი­ლი) არ აც­ვია ხუ­ლე­ლი ბავ­შვი­ვით, სა­ში­ნე­ლი ბე­შუ­მუ­რი კაბა. კი­ნა­ღამ გული გა­მის­კდა, ბავ­შვს რა ჩა­აც­ვი-მეთ­ქი და გა­ვერ­თეო... “ - ამ­ბობს მა­ყაშ­ვი­ლი. მსა­ხი­ო­ბის ამ ნათ­ქვამს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. საპ­რო­ტეს­ტო გან­ცახ­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა "ფე­ის­ბუქ­ში" ხუ­ლოს გვერდმაც....

"ხუ­ლე­ლი ბავ­შვი­ვით, სა­ში­ნე­ლი ბე­შუ­მუ­რი კაბა" - თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლის სა­მარ­ცხვი­ნო და დამ­ცი­ნა­ვი გან­ცხა­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბიც ამ დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ "ხუმ­რო­ბა­ზე" იცი­ნი­ან. TV Imedi მო­ი­ხა­დეთ ბო­დი­ში!“ - წე­რია პოს­ტში...

სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ მა­ყაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე ბო­დი­შის ტექ­სტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა...

"მე მა­პა­ტი­ეთ, თუკი ვინ­მეს უნე­ბუ­რად გა­წყე­ნი­ნეთ! ნამ­დვი­ლად არ მა­ხა­სი­ა­თებს! ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს არა­წო­რად ნათ­ქვა­მი და გა­გე­ბუ­ლი! ღმერ­თი-რჯუ­ლი, არც გა­მივ­ლია გულ­ში მსგავ­სი რამ!.. არას­წო­რი სი­ტყვა­თა თან­წყო­ბამ გა­მო­იწ­ვია ეს. მეც უამ­რა­ვი ბავ­შვის პატ­რო­ნი ვარ და ყვე­ლა კუ­თხის ბავ­შვებს ვუდ­გა­ვარ გვერ­დში უან­გა­როდ. გულ­წრფე­ლად ვნა­ნობ! მეტი არ ვიცი რა გა­ვა­კე­თო? მე მა­პა­ტი­ეთ! აღარ გა­ვი­მარ­თლებ თავს, რად­გან ჩემი ჩა­ნა­წე­რი-მი­მარ­თვა გულ­წრფე­ლი არ გგო­ნი­ათ! შევ­ცდი ბა­ტო­ნო! ვა­ღი­ა­რებ!

პ.ს მა­ინც ვი­ტყვი, რომ მიყ­ვარ­ხართ! ასეა ეს! არ მაქვს უნა­რი, შევ­წყვი­ტო ადა­მი­ა­ნე­ბის და მი­თუ­მე­ტეს ბავ­შვე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი! მიყ­ვარს და მეყ­ვა­რე­ბა ყვე­ლა ერის, რჯუ­ლის და რა­სის!" - წერს მა­ყაშ­ვი­ლი.