"ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი ე.წ. შავი ფულით დაფინანსებაა" - კვირის პალიტრა

"ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი ე.წ. შავი ფულით დაფინანსებაა"

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი ე.წ. შავი ფულით დაფინანსებაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრაქტიკულად, უკონტროლოდ ხდება წინასაარჩევნოდ „შავი ფულით“ დაფინანსება, რომელზეც ხელი ხელისუფლებას მიუწვდება.

„როდესაც დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდეს პოლიტიკური პარტიებისთვის საჯარო, ასევე, კერძო ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობას. დღეს ვხედავთ, რომ პრაქტიკულად, სახელმწიფო დაფინანსებას არ ღებულობენ პატარა პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, რომლებიც პარლამენტში არიან. ამ შემთხვევაში „ლელოსა“ და „ლეიბორისტული პარტიისთვის“ სახელმწიფო დაფინანსების ჩამორთმევა მნიშვნელოვანი უკან გადადმული ნაბიჯი იყო ამ კუთხით. მნიშვნელოვან პრობლემებში გამოვყოფდით პოლიტიკური კორუფციის საკითხს, როდესაც სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული და მათთან დაკავშირებული პირები აფინანსებენ პარტიის საარჩევნო კამპანიებს, ეს მრავალ ანგარიშში არის ასახული. ასევე, პრობლემაა ფინანსებისადმი არათანაბარი ხელმისაწვდომობა და ადმინისტრაციული რესურსი, სადაც ხელისუფლება ბოროტად იყენებს თავის საჯარო ფინანსებს. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემა არის „შავი ფული“ პოლიტიკაში, სადაც არ ხდება ამ „შავი ფულის“ აღრიცხვის უზრუნველყოფა. ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი „შავი ფული“ და კონკრეტული მასალები არის ხელისუფლების ხელში. პრაქტიკულად, უკონტროლოდ ხდება საარჩევნო კამპანიების „შავი ფულით“ დაფინანსება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

IPN