"მომვარდა 12 პოლიციელი და ჰაერში ამწიეს... საკანში ყოფნისას, სტრესისგან უკურნებელი დაავადება დამემართა" - გია ბურჯანაძე უმძიმეს ეპიზოდს იხსენებს - კვირის პალიტრა

"მომვარდა 12 პოლიციელი და ჰაერში ამწიეს... საკანში ყოფნისას, სტრესისგან უკურნებელი დაავადება დამემართა" - გია ბურჯანაძე უმძიმეს ეპიზოდს იხსენებს

13:14 / 31-10-2022 გია ბურ­ჯა­ნა­ძე "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "სხვა კი­თხვებს“ სტუმ­რობ­და. მსა­ხი­ობ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც 2011 წლის 26 მა­ისს და­ა­კა­ვეს და ცი­ხე­ში სამი დღის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წია. მსა­ხი­ო­ბი იმ დღეს თბი­ლის­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

გია ბურ­ჯა­ნა­ძე:

"ორ­ჯერ და­მი­ჭი­რეს, სამი დღე ცი­ხე­შიც ვი­ჯე­ქი. 26 მა­ი­სი იყო, იმ დღეს ფრი­დონ სუ­ლა­ბე­რი­ძის ვარ­სკვლა­ვი უნდა გა­ეხ­სნათ და ეს გახ­სნა მე უნდა წა­მეყ­ვა­ნა. კოს­ტი­უ­მი მეც­ვა, ჰალ­სტუ­ხი მე­კე­თა, პატ­რი­არ­ქის ნა­ჩუ­ქა­რი პალ­ტო მეც­ვა. ამა­ვე დღეს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­თან მი­ტინ­გი იმარ­თე­ბო­და, პა­ტიმ­რე­ბის თე­მა­ზე, რო­მელ­თაც სა­შინ­ლად ექ­ცე­ოდ­ნენ. იქ მი­ვე­დი და უბ­რა­ლოდ, ვი­დე­ქი, სი­ტყვი­თაც არ გა­მოვ­სულ­ვარ.

მომ­ვარ­და 12 პო­ლი­ცი­ე­ლი და ჰა­ერ­ში ამ­წი­ეს. ვამ­ბობ­დი, ამ პალ­ტოს არა­ფე­რი უქ­ნათ-მეთ­ქი. მა­შინ იყო, რომ გა­მა­სა­მარ­თლეს. სა­კან­ში ყოფ­ნი­სას სტრე­სის­გან და­ა­ვა­დე­ბა და­მე­მარ­თა, არ იკურ­ნე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბა... კან­ში მე­ლა­ნი­ნი იკარ­გე­ბა, რა­ღაც ნა­წი­ლი მუქ­დე­ბა და რა­ღაც სულ თეთ­რი რჩე­ბა...

სა­მარ­ტოო სა­კან­ში ვი­ყა­ვი, მო­მი­კა­კუ­ნეს, - შე­მო­ვიყ­ვანთ თქვე­ნი­ა­ნე­ბი არი­ა­ნო. კი არ შე­მო­იყ­ვა­ნეს, ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ა­ლა­გეს. ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ, მოვ­ლა და­ვუ­წყე. ერთს ვუ­ყუ­რებ და ძა­ლი­ან მეც­ნო­ბი-თქო და ჩემი მე­ზო­ბე­ლი ნიკო აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ერთი სარ­თუ­ლით ზე­ვით ცხოვ­რობ­და და ყო­ველ­დღე ვხვდე­ბო­დი. ისე­თი ნა­ცე­მი იყო, რომ ვერ ვი­ცა­ნი". ნახეთ ვიდეო