"რუსეთში, ფსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად KA-52 ტიპის ორი სამხედრო ვერტმფრენი განადგურდა" - კვირის პალიტრა

"რუსეთში, ფსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად KA-52 ტიპის ორი სამხედრო ვერტმფრენი განადგურდა"

რუსეთში, ფსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად KA-52 ტიპის ორი სამხედრო ვერტმფრენი განადგურდა, კიდევ ორი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, შედეგების აღმოსაფხვრელად და „დივერსიული ჯგუფების“ აღმოჩენის მიზნით, სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.

სხვა ტექნიკისა და პერსონალის განადგურების დეტალები ზუსტდება. დაზვერვის ინფორმაციით, ერთი ერთეული Ka-52-ის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი აშშ დოლარია.

IPN