თბილისში მოქალაქეს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა
თბილისში, ზაჰესის დასახლებაში ქალს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მას ქვედა კიდურის მოტეხილობა აქვს და ის კლინიკაში არის გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.