"არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა" - რა მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში? - კვირის პალიტრა

"არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა" - რა მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში?

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფლავაკეში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობას კი კამათი უძღოდა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ზესტაფონში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"