"უბ­რა­ლოდ ვერ გავ­ქრე­ბი...ბოლო კვი­რე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩემ­თვის, მაგ­რამ მო­ვა­ხერ­ხე დაბ­რუ­ნე­ბა" - კვირის პალიტრა

"უბ­რა­ლოდ ვერ გავ­ქრე­ბი...ბოლო კვი­რე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩემ­თვის, მაგ­რამ მო­ვა­ხერ­ხე დაბ­რუ­ნე­ბა"

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბას უბ­რუნ­დე­ბა და "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ის წერს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, არ აპი­რეს გაქ­რეს და კა­რი­ე­რა­ზე უარი თქვას.

"ბოლო კვი­რე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩემ­თვის, მაგ­რამ მო­ვა­ხერ­ხე დაბ­რუ­ნე­ბა, რომ ისევ სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დებ­თან, სა­ა­გენ­ტო­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან, მაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თქვენს მი­მართ, ჩემო თით­ქმის 400 ათა­სი გა­მომ­წე­რის მი­მართ.

უბ­რა­ლოდ ვერ გავ­ქრე­ბი, რად­გან თავს კარ­გად არ ვგრძნობ. ეს არ არის სა­ბა­ბი... მა­ნამ­დეც ვცდი­ლობ­დი ნაკ­ლე­ბი სიხ­ში­რით გა­მო­მექ­ვეყ­ნე­ბი­ნა პოს­ტე­ბი, რათა არ შევ­ხე­ბო­დი მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ, არას­წო­რია ამის გამო კა­რი­ე­რის შე­ნე­ლე­ბა და კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა. მაგ­რამ ახლა დავ­ბრუნ­დი მეტი სიხ­ში­რით, მეტი აქ­ტი­ვო­ბით... მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა..." - წერს დო­რო­ყაშ­ვი­ლი. ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ჰე­ლო­უ­ი­ნის­თვის არის გა­მო­წყო­ბი­ლი.