"აგდებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახს - ჩემს ცოლს და ჩემს შვილებს!..ვიღაც ობობას, ფსევდონიმს ამოფარებულ ნაძირალას მივწერე, რომ..." - კვირის პალიტრა

"აგდებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახს - ჩემს ცოლს და ჩემს შვილებს!..ვიღაც ობობას, ფსევდონიმს ამოფარებულ ნაძირალას მივწერე, რომ..."

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ფაქტს, რომელიც, როგორ თავად წერს, "ტაბულამ" გაასაჯაროვა:

"ტაბულამ დადო ჩემი პირადი მიმოწერა ვიღაც გარეწართან - gaius marius oboba-სთან, რომელიც აგდებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახს - ჩემს ცოლს და ჩემს შვილებს! კი, პირადად მას, ამ ვიღაც ობობას, ფსევდონიმს ამოფარებულ ნაძირალას მივწერე, რომ თუ ჩემ ოჯახს აწი რაიმე კონტექტსში კიდევ მოიხსენიებდა ... და ნუ მერე შევაგინე! კი, მე მივწერე ზუსტად და ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ არავის! ძალიან კარგად ვიცი რაცაა თმენის ვალდებულება. ძალიანაც ბევრს ვითმენ და ბევრისგან მომითმენია, იმიტომ რომ პოლიტიკაში ვარ და პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ არის წითელი ხაზები და უპირველესი წითელი ხაზი არის ოჯახი! მე რამდენიც გინდა მაკრიტიკეთ, მლანძღეთ, შეურაცხყოფაც მომაყენეთ ჯანდაბას, მაგრამ ოჯახი არის ხელშეუხებელი და წმინდა და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ არავის! ეს იცოდეს ყველამ ობობებმაც, მისმა პოლიტიკურმა მფარველებმაც და ყველამ", - წერს ელისაშვილი.