"მე და სააკაშვილი ხშირად ვჩხუბობდით და მებუტებოდა, როცა ვეუბნებოდი, რომ ინსტინქტები დაუჩლუნგდა" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"მე და სააკაშვილი ხშირად ვჩხუბობდით და მებუტებოდა, როცა ვეუბნებოდი, რომ ინსტინქტები დაუჩლუნგდა" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, "ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ტა­ბუ­ლას­გან" ტე­ლე­ვი­ზია ჩემი სურ­ვი­ლით არ გა­მი­კე­თე­ბია, უფრო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­ვა­კე­თე. ტე­ლე­ვი­ზო­რი არ მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ვხვდე­ბო­დი, რომ სა­ჭი­რო იყო ისე­თი მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრის გა­ჩე­ნა, რო­მე­ლიც იმ იდე­ე­ბის საყ­რდე­ნი გახ­დე­ბო­და და ისეთ სპი­კე­რებს მის­ცემ­და გა­სა­ქანს, რა­საც და ვი­საც, ცვლი­ლე­ბე­ბის დროს, ამ ქვე­ყა­ნა­ში, ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბა უნდა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო.

რად­გან კა­ხაც თა­ნახ­მა იყო ფულს გა­მო­სუ­ლი­ყო, დავ­თან­ხმდი. თა­ვი­დან წლი­უ­რად მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე შევ­თან­ხმდით - ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო ბი­უ­ჯე­ტი.

მერე კა­ხამ მი­ლი­ონ ლარ­ზე ჩა­მო­მიყ­ვა­ნა. მალე კა­ხას წი­ნა­აღ­მდეგ ბი­ძი­ნამ სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და კახა დევ­ნი­ლო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რა­ღაც თან­ხა მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის ცხა­დია არ მე­ყო­ფო­და, ამი­ტომ მა­შინ­ვე ვი­ფიქ­რე ონ­ლა­ინ გა­დას­ვლა. უბ­რა­ლოდ, რუს­თა­ვი ორის ბედი ჰა­ერ­ში იყო და მთხოვ­დნენ, რომ შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა უტე­ლე­ვი­ზი­ოდ რომ არ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით.

და­ვი­წყე ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა. "ტა­ბუ­ლა" პა­ტა­რა, მცი­რე­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზია იყო, დღე­ვან­დელ "ფორ­მუ­ლა­ზე" მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გით. (წე­ლი­წად­ში მი­ლი­ონ ლა­რად "ფორ­მუ­ლა­ზე" მა­ღალ რე­ი­ტინგს ვდებ­დით). პა­ტა­რა ტე­ლე­ვი­ზი­ის რეკ­ლა­მის ცალ­კე გა­ყიდ­ვა ძა­ლი­ან ჭირ­და. უკე­თე­სი გზა იყო, რომ რო­მე­ლი­მე სე­ილ­სჰა­უსს გა­ე­ყი­და სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის რეკ­ლა­მას­თან ერ­თად და იქი­დან ჩვე­ნი წილი შეგ­ვხვედ­რო­და (ვინც ამ საქ­მე­შია, ყვე­ლამ იცის, რომ მარ­თალს ვამ­ბობ).

"იმე­დის" სე­ილს ჰა­უ­სი რომ არ იზამ­და ამას, ხომ გა­სა­გე­ბია, ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვად "რუს­თა­ვი ორი­სას" მი­ვა­დე­ქი.

ამ დროს, "ნა­ცებ­ში" ვი­ყა­ვით ისევ, მაგ­რამ მი­შას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე და­ძა­ბუ­ლი მქონ­და.

ის ძა­ლი­ან კარ­გად ხვდე­ბო­და, რომ ჩემი და მისი მიზ­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა: მე, წარ­სუ­ლი ჩა­ვარ­დნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ისე­თი სის­ტე­მის და­ფუძ­ნე­ბა მინ­დო­და, რაც მის აბ­სო­ლუ­ტურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას გა­მო­რი­ცხავს. მას არა­ფე­რი სურ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გარ­და. ამი­ტომ ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით და მე­ბუ­ტე­ბო­და, როცა ვე­უბ­ნე­ბო­დი რომ ინ­სტიქ­ტე­ბი და­უ­ჩ­ლუნ­გდა, ერ­თსა და იმა­ვე მდი­ნა­რე­ში ორ­ჯერ ვერ შევა და რაც მას უნდა, ის აღარ გა­მო­უ­ვა. კარ­გად იცო­და ისიც, რომ ენერ­გი­უ­ლი ვარ, ჯი­უ­ტი ვარ და ვერ დამ­ღლის, ვერც აზრს შე­მაც­ვლე­ვი­ნებს და მის სულ­თა­ნის­ტურ მიდ­რე­კი­ლე­ბებს პრობ­ლე­მებს შე­ვუქ­მნი, სა­დამ­დეც ვფეთ­ქავ, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, რომ "ტა­ბუ­ლას" გა­დარ­ჩე­ნის წი­ნა­პი­რო­ბად ჩემი თვით­კას­ტრა­ცია და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, ან "ტა­ბუ­ლა" გა­ექ­როთ (უკონ­ტრო­ლო ბა­ცი­ლა - ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­და). "რუს­თა­ვი 2"-ის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ტა­ბუ­ლას რეკ­ლა­მას არ გა­ყი­დის, იმი­ტომ რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბლო­კავს და მის წი­ნა­შე უნდა მო­ვიდ­რი­კო მუხ­ლი, იმის­თვის რომ დამ­თან­ხმდნენ.

სე­ილ­სჰა­უ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­ბა­ბად რე­ი­ტინგს იშ­ვე­ლი­ებ­და, და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი გაქ­ვსო - მეთ­ქი, რაც მაქვს, იმ­დე­ნი გა­ყი­დეთ (კო­მი­კუ­რი ისაა, რომ ახლა ამ სე­ილს ჰა­უ­სის ხალ­ხს "ფორ­მუ­ლა" აბა­რია და ფორ­მუ­ლას რე­ი­ტინგს უყუ­რებს ყო­ველ დი­ლას).

მოკ­ლედ, ცხა­დია თვით­კას­ტრა­ცი­ას არ დავ­თან­ხმდი, "ტა­ბუ­ლას" სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უფრო დიდ სი­კე­თედ მი­ვიჩ­ნიე, ვიდ­რე ტა­ბუ­ლას ტე­ლე­ვი­ზი­ად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ტე­ლე­ვი­ზია დავ­ხუ­რე - ონ­ლა­ინ გა­და­ვე­დი. ონ­ლა­ინ ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის­თვის უფრო ცოტა ფული მჭირ­დე­ბო­და და ასეთ ფულს პო­ლი­ტი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბის გა­რე­შეც ვი­შო­ვი­დი. უფრო დიდ სი­კე­თედ მი­ვიჩ­ნიე იმი­ტომ, რომ რო­მე­ლი­მე ჩრდი­ლო­ვა­ნი/ან არაჩ­რდი­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის სამ­სა­ხურ­ში ჩამ­დგა­რი არხი გარ­და­უ­ვა­ლი მარ­ცხის ია­რა­ღად მი­მაჩ­ნდა.

მი­მაჩ­ნდა, რომ თუ თვით­კას­ტრა­ცი­ას დავ­თან­ხმდე­ბო­დი, "ტა­ბუ­ლას" ჟურ­ნა­ლის­ტებს პა­ტი­ვის­ცე­მით აღა­რა­ვინ მო­ექ­ცე­ო­და და მარ­თლე­ბიც იქ­ნე­ბოდ­ნენ. მი­მაჩ­ნდა, რომ არა­სო­დეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რად ამო­რა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად პრაგ­მა­ტუ­ლი. მი­მაჩ­ნდა, რომ რო­დე­საც პარ­ტია, მე­დია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის და ამავდრო­უ­ლად დო­ნო­რის ფე­ხე­ბია და ნაც­ვლად ურ­თი­ერ­თშე­კე­ვე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თკონ­ტრო­ლი­სა, ამ ერთ ლი­დერს ას­ხამს ხოტ­ბას და ამ ლი­დე­რის სამ­სა­ხურ­ში დგას, ეს დამ­ღუპ­ვე­ლია დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. მი­მაჩ­ნდა, რომ ეს ოლი­გარ­ქი­აა და ოლი­გარ­ქი­ას, ოლი­გარ­ქი­ით ვერ ამო­ძირ­კვავ. რომც მოხ­დეს სას­წა­უ­ლი და ამო­ძირ­კვო, ეს მე არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და - მე მა­ინ­ტე­რე­სებ­და ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა და ლი­ბე­რა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კით, თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა. ძა­ლი­ან და­ა­ზი­ა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი და ივა­ნიშ­ვილ­თან ბრძო­ლა ასეთ­მა მა­ხინ­ჯმა სის­ტე­მამ და დღე­საც ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს. თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, მე­დია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თმა­ნეთს არ აწო­ნას­წო­რებს და ერთი ფუ­ლით იკ­ვე­ბე­ბა, ერ­თის ახი­რე­ბე­ბის მორ­ჩი­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ - იქ ქვე­ყა­ნა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ვერ ხდე­ბა, ოლი­გარ­ქი­უ­ლი ხდე­ბა", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ambebi.ge