"ოპერაციაზე იყო, როგორც ქირურგის ასისტენტი, თუმცა მისი მსვლელობისას არ გარდაცვლილა..." - რას ამბობენ გარდაცვლილ ექიმზე ზესტაფონის კლინიკაში? - კვირის პალიტრა

"ოპერაციაზე იყო, როგორც ქირურგის ასისტენტი, თუმცა მისი მსვლელობისას არ გარდაცვლილა..." - რას ამბობენ გარდაცვლილ ექიმზე ზესტაფონის კლინიკაში?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზეს­ტა­ფონ­ში, ექი­მი როს­ტომ შვე­ლი­ძე პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს გარ­და­იც­ვა­ლა.

"ეს არის კაცი, რო­მე­ლიც 8 სა­ა­თი იდგა ოპე­რა­ცი­ა­ზე, ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თა­ვად გახ­და ცუ­დად, მაგ­რამ ვერ შე­წყვი­ტა ბრძო­ლა ახალ­გაზ­რდა სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. ბა­ტო­ნი როს­ტომ შვე­ლი­ძე პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ცია ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს უსამ­ძიმ­რებს ოჯა­ხის წევ­რებს, კო­ლე­გებ­სა და სრუ­ლი­ად ქარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა, რომ შენ აირ­ჩიე ფი­ცის ერ­თგუ­ლე­ბა, სი­ცო­ცხლის ფა­სად #გმი­რო“, - ვკი­თხუ­ლობთ Facebook გვერ­დის "ყვე­ლა­ფე­რი მე­დი­ცი­ნა­ზე“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ინ­ფორ­მა­ცია კლი­ნი­კა­ში გა­და­ვა­მოწ­მეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ბა­ტო­ნი როს­ტო­მი, ოპე­რა­ცი­ის დროს არ გარ­დაც­ვლი­ლა. ზეს­ტა­ფო­ნის კლი­ნი­კა "ჯეო ჰოს­პი­ტა­ლის“ დი­რექ­ტო­რი, ქი­რურ­გი ირაკ­ლი ლა­ღი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცია სამ სა­ათს გაგ­რძელ­და და როს­ტომ შვე­ლი­ძე ოპე­რა­ცი­ა­ზე ქი­რურ­გის ასის­ტენ­ტი იყო.

ირაკ­ლი ლა­ღი­ძე:

"ბა­ტო­ნო როს­ტო­მი ოპე­რა­ცი­ის დროს არ გარ­დაც­ვლი­ლა. ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გავ­რცელ­და. იმ დღეს მო­რი­გე იყო. ოპე­რა­ცი­ას რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და სამ სა­ათს გაგ­რძელ­და და ღა­მის 11 სა­ათ­ზე დას­რულ­და. პა­ცი­ენ­ტი სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით იყო შე­მოყ­ვა­ნი­ლი და სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. როს­ტომ შვე­ლი­ძე ცუ­დად გამ­თე­ნი­ი­სას, შვი­დის ნა­ხე­ვარ­ზე გახ­და, კარ­დი­ო­გე­ნუ­რი შოკი გან­ვი­თარ­და, ინ­ფარ­ქტი იყო, ვე­რა­ფე­რი მო­ვას­წა­რით..."

ცნო­ბის­თვის, პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც იმ დღეს ოპე­რა­ცი­ის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, ზეს­ტა­ფონ­ში სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვას ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სო­ფელ წიფ­ლა­ვა­კე­ში 23 წლის ბიჭი თა­ნა­სოფ­ლელ­მა სა­ნა­დი­რო თო­ფით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა. ჭრი­ლო­ბე­ბი სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. (წყარო)