"ყოჩაღი და მაგარი დედა, ორი შვილი ჰყავს" - რა ხდება ცნობილი ახალგაზრდა ქალზე, რომელიც კურიერად მუშაობს? - კვირის პალიტრა

"ყოჩაღი და მაგარი დედა, ორი შვილი ჰყავს" - რა ხდება ცნობილი ახალგაზრდა ქალზე, რომელიც კურიერად მუშაობს?

გუ­შინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფოტო, რო­მელ­ზეც ჩან­და "გლო­ვოს“ კუ­რი­ე­რი ახლგაზ­რდა ქალი. ფოტო ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო იმით, რომ ქალი ფე­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და თან ხელ­ში მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ეჭი­რა. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს ფოტო ყალ­ბი ეგო­ნა, თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქალს და­რია ჰქვია, 26 წლი­საა და ის ორ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს ზრდის... კუ­რი­ე­რი ქა­ლის შე­სა­ხებ, ფონ­დის "ვა­ჩუ­ქოთ მო­მა­ვალს ღი­მი­ლი“ პრე­ზი­დენ­ტი ანა გვა­ზა­ვა წერს...

"რად­გან უამ­რა­ვი ჩემი მე­გო­ბა­რი აზი­ა­რებს ფო­ტოს და სურს გა­ი­გოს სუ­პერ დე­დი­კოს ვი­ნა­ო­ბა, ვინც ასე ძა­ლი­ან ცდი­ლობს მის შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვას, გე­ტყვით, რომ ეს გო­გო­ნა და­რი­აა, 26 წლის. ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღი და მა­გა­რი დედა. ჩემ­გან მრა­ვალ­ჯერ ხსე­ნე­ბუ­ლი და შე­ქე­ბუ­ლი.

ორი შვი­ლი ჰყავს, ბიჭი 1 წლის და 4 თვის, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზე ნა­ხეთ და გო­გო­ნა 8 წლის. ბევ­რი რამ გა­მო­ი­ა­რეს, ცდი­ლობს ძა­ლი­ან, რომ მის შვი­ლებს სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დეთ.

ჩემს მე­გობ­რებს ყვე­ლას გე­მახ­სოვ­რე­ბათ მისი ის­ტო­რია… ზედ­მე­ტად რომ არა­ფე­რი და­ვამ­ძი­მო, ავ­რო­რას - და­რი­ას შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე მო­დის. ყო­ველ წელს ვცდი­ლობთ მის გა­ხა­რე­ბას.

ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­და მათი ის­ტო­რი­ით. და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ალ­ბათ და­რია თა­ვად გა­გი­ზი­ა­რებთ, როცა ამას შეძ­ლებს და სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა. ახლა მათ­თვის სტა­ბი­ლუ­რო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

და ხო მარ­თლა, ბევ­რმა აღ­ნიშ­ნა კო­მენ­ტა­რებ­ში, რომ ძლი­ე­რია, რომ ამა­ყად და­დის, რომ დახ­მა­რე­ბას არ ითხოვს. მათ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი რამ აქვთ, ერ­თმა­ნე­თი ჰყავთ და რწმე­ნა აქვთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ.

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გარ­შე­მომ­ყო­ფებ­ზე ზრუ­ნავს, ხე­დავს და ცდი­ლობს და­ეხ­მა­როს

აბა, ჩვენ ვი­ცით. იმე­დია ბევ­რი გა­იც­ნობთ და თა­ვა­დაც შე­ა­გუ­ლი­ა­ნებთ რომ უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავთ...

თუ სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ ვუ­თი­თებ მის ან­გა­რი­შის ნო­მერს"

#GE43BG0000000525927634

#GE54TB7018045061600016"

ambebi.ge