"იმ ქვეყანაში, სადაც საქართველოს პარლამენტი, 2 კვირის ჩვილით ხელში, ქალს სამსახურიდან აგდებს, ეს რატომ გვიკვირს?" - კვირის პალიტრა

"იმ ქვეყანაში, სადაც საქართველოს პარლამენტი, 2 კვირის ჩვილით ხელში, ქალს სამსახურიდან აგდებს, ეს რატომ გვიკვირს?"

ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი ლონ­და თო­ლო­რა­ია 26 წლის კუ­რი­ე­რი ქა­ლის ფო­ტოს ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ ქალი მძი­მე ტვირ­თით და ბავ­შვთან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბა.

"ეს არის ჯო­ჯო­ხე­თი. ეს შრო­მა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და გუ­ლის გამ­გლე­ჯი.

იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი 2 კვი­რის ჩვი­ლით ხელ­ში ქალს სამ­სა­ხუ­რი­დან აგ­დებს (1 თეთ­რი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­რე­შე), ეს რატო გვიკ­ვირს? დიახ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­კვიდ­რა, რომ ქალს შე­უძ­ლია თან ბავ­შვი გა­ზარ­დოს, თან უდი­დეს სტრესს გა­უძ­ლოს, თან იმუ­შა­ოს იმ პა­წა­წი­ნა თა­ვი­სუ­ფალ დროს (ღამე, დღე), რო­მელ­საც ბავ­შვი უტო­ვებს და კედ­ლებს მი­ას­კდეს, სად შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მუ­შა­ო­ბის შან­სი (პარ­ლა­მენ­ტის­გან გა­მოგ­დე­ბულს რომ ბევ­რი ისე გი­ყუ­რებს, რო­გორც კეთ­რო­ვანს, ეს ცალ­კე პრობ­ლე­მაა და ამა­ზე სხვა დროს).

დიახ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­თხრა, რომ "ბავ­შვის აღ­ზრდის­თვის მეტი დრო მექ­ნე­ბო­და”...) თუმ­ცა ეტყო­ბა არ უფიქ­რია რო­გო­რი დედა უნდა იყოს ქალი, რო­მელ­საც თავი აქვს გა­ტე­ნი­ლი არა ბავ­შვის ზრუნ­ვა­ზე ფიქ­რით, არა­მედ იმა­ზე ფიქ­რით რო­გორ, სად, რა ძა­ლე­ბით, რა ენერ­გი­ით, რა რე­სურ­სით გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა ისევ ამ ბავ­შვის­თვის. დიახ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მო­მი­სა­ჯა მე­მუ­შა­ვა პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან. ვმუ­შა­ობ­დი - ღამე და დღე (ზოგ­ჯერ უშე­დე­გოდ, მაგ­რამ მა­ინც). ბავ­შვის ტი­რი­ლი მა­წყვე­ტი­ნებ­და საქ­მეს ყო­ველ 5 წუთ­ში, 2 - სა­ა­თი­ან საქ­მეს ვუნ­დე­ბო­დი 2 კვი­რა, იმი­ტომ რომ მტკი­ო­და ყვე­ლა­ფე­რი, არც სხე­უ­ლი მუ­შა­ობ­და და არც ტვი­ნი. სტრე­სი იყო სახ­ლი­დან გას­ვლაც - რო­გორც კი ჩაც­მას ვი­წყებ­დი, იწყებ­და ტი­რილს. ამი­ტომ ხან თან მიმ­ყავ­და ან თუ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სახ­ლში ვტო­ვებ­დი, იმ შეხ­ვედ­რი­დან აზრი ვერ გა­მომ­ქონ­და, სა­დაც ვი­ჯე­ქი. რა თქმა უნდა, ეს სტრე­სი გა­და­დი­ო­და ბავ­შვზე - ვერ ვე­თა­მა­შე­ბო­დი, ვერ ვხა­რობ­დი მას­თან ერ­თად, ვერ ვა­ძი­ნებ­დი, ტი­რო­და ისიც და ვტი­რო­დი მეც.

ამ სუ­რა­თის და­ნახ­ვა­ზე, ყვე­ლა ტკი­ვი­ლი გან­მი­ახ­ლდა, რაც გა­მო­ვი­ა­რე და რა­საც დღემ­დე გავ­დი­ვარ. რა­საც ეს ქალი აკე­თებს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და იმა­ზე ბევ­რად რთუ­ლი, რაც მე გა­მო­ვი­ა­რე. შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს სიმ­ძი­მე ატა­რო მთე­ლი დღე, შე­უძ­ლე­ბე­ლია ხე­დავ­დე შენ­თან ერ­თად, რო­გორ წვა­ლობს ეს პა­ტა­რა მთე­ლი დღე, მაგ­რამ დე­დაა და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვს. ამას გა­ა­კე­თებს მა­ნამ, სა­ნამ არ და­ე­ცე­მა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჩვი­ლი ბავ­შვით ხელ­ში გუ­ლის წას­ვლამ­დე შრო­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტია", - წერს თო­ლო­რა­ია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე:

შე­გახ­სე­ნებთ, კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი გა­უქ­მდა და მის ნაც­ვლად ორი ახა­ლი სტრუქ­ტუ­რა შე­იქ­მნა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 2021 წლის 30 დე­კემ­ბერს მი­ი­ღო. კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბი­სას სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი, ლონ­და თო­ლო­რა­ია დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მის­თვის მე­დი­ი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი.

ნაჩ­ქა­რე­ვად მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნით, 1 -ლ მარტს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ და მის­მა მო­ად­გი­ლე­ებ­მა. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­ო­ბას ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და­დე­ბი­თად აფა­სებ­დნენ.

ambebi.ge