"ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი - ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი "დაგუგლოს" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი - ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი "დაგუგლოს"

ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი „დაგუგლოს“ - ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარი თავის დასჯას არ აპირებს, თუმცა, საერთაშორისო პარტნიორები ივანიშვილს განიხილავს არა მარტო საფრთხეს საქართველოში დემოკრატიისთვის, არამედ მას განიხილავს, როგორც საფრთხეს რეგიონალური უსაფრთხოებისთვის.

"რაც არ უნდა თქვას "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, სწორედ ამიტომ კანონმდებლობას, რაც პირდაპირ, იდენტურად გადმოიტანეს უკრაინიდან, განვიხილავთ არა მხოლოდ არასაკმარისად, არამედ ყალბად და მხოლოდ ფასადურად. არ მივიჩნევთ, რომ ეს კანონმდებლობა არის ადეკვატური იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც ქვეყანას აქვს. ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ის, ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი "დაგუგლოს" - ეს არის მცირეთა მმართველობა, როცა არის სერიოზული კავშირი სახელმწიფო ინსტიტუტებს, სახელისუფლებო წრეებს და ოლიგარქებს შორის", - განაცხადა დეკანოიძემ.

IPN