"დამიწყეს ცემა, თავზე ქურთუკი გადამაფარეს" - რესტორანში დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა: რა თქვა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე? - კვირის პალიტრა

"დამიწყეს ცემა, თავზე ქურთუკი გადამაფარეს" - რესტორანში დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა: რა თქვა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 26 წლის თე­მურ ხა­რა­უ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ტა­რი­ელ ძეგლი­გაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ად­ვო­კა­ტი ლე­ვან მარ­სა­გიშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვ­და. რო­გორც მან გან­მა­ტა, ძეგლი­გაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბა და­ნა­შა­ულს არ მო­ი­ცავ­და და და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ის მხო­ლოდ თავს იცავ­და.

მისი თქმით, მომ­ხდა­რის დღეს ტა­რი­ელ ძეგლი­გაშ­ვი­ლი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იქი­დან წას­ვლის შემ­დეგ კი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და მხა­რე­ე­ებს შო­რის, რა დრო­საც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო ძეგლი­გაშ­ვილ­მა. მას შემ­დეგ, რაც ძეგლი­გაშ­ვი­ლი კონ­ფლიქტს გა­ე­რი­და, სახ­ლში წა­ვი­და, ამის მერე უკვე მის სახ­ლთან მი­ვი­და და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე, მათ შო­რის თე­მურ ხა­რა­უ­ლი. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მე­ო­რე კონ­ფლიქ­ტი მხა­რე­ებს შო­რის უკვე სახ­ლთან მოხ­და, ხოლო ამ კონ­ფლიქ­ტში მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს იცავ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი ფაქ­ტი, ეჭი­რა თუ არა დანა ტა­რი­ელ ძეგლი­გაშ­ვილს, ამი­ტომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ დანა, რი­თაც სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ი­ღო თე­მურ ხა­რა­ულ­მა, სხვა პირს ეჭი­რა.

სხდო­მა­ზე სი­ტყვით ისარ­გებ­ლა ბრალ­დე­ბულ­მა ტა­რი­ელ ძეგლი­გაშ­ვილ­მაც.

“მათ გაშ­ვე­ლე­ბი­სას ვუ­თხა­რი, თავი და­ა­ნე­ბეთ არ და­არ­ტყათ-მეთ­ქი (თე­მურ ხა­რა­ულს). მე­ო­რე მხრი­დან მი­თხრეს, შენ ვინ გკი­თხავს, რა­ტომ გვას­წავ­ლიო. და­მი­წყეს ცემა, თავ­ზე ქურ­თუ­კი გად­მო­მა­ფა­რეს. ამის მერე გა­ვე­რი­დე სი­ტუ­ა­ცი­ას და სახ­ლში წა­ვე­დი. სახ­ლში ყოფ­ნი­სას ტე­ლე­ფონ­ზე და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ კორ­პუს­თან მო­ვიდ­ნენ. მე ვუ­თხა­რი, რომ თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ, სახ­ლში არ ამო­სუ­ლიყ­ვნენ, რად­გან ოჯა­ხი მყავს. მი­თხრეს, რომ თუ არ ჩა­მოხ­ვალ, ამო­ვალ­თო. სახ­ლში რომ არ ამო­სუ­ლიყ­ვნენ, ქვე­ვით ჩა­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რომ ხვალ ვი­ლა­პა­რა­კოთ. თე­მუ­რი მა­შინ­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე წა­მო­ვი­და”, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა ტა­რი­ელ ძეგლი­გაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცი­ას, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს აღ­კვე­თის ღი­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, საქ­მე­ზე და­სა­კი­თხია პირ­თა წრე, მათ შო­რის თვითმხილ­ვე­ლე­ბი, ხოლო ძეგლი­გაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ეჭვი.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარ ფაქტს, რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძემ სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ტა­რი­ელ ძეგლი­გაშ­ვილ­მა სის­ხლი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა და ამის შემ­დეგ რამ­დი­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა მი­სა­მარ­თზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა კი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. პრო­კუ­რო­რის თქმით, ლე­ვან ძეგლი­გაშ­ვილ­მა სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას დანა გა­მო­ი­ყე­ნა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, თე­მურ ხა­რა­უ­ლის მკვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში, ვა­ზი­სუ­ბან­ში ორი დღის წინ მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა ტა­რი­ელ ძეგლი­გაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ნაც­ნობს თე­მურ ხა­რა­ულს, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ძეგლი­გაშ­ვი­ლი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა - ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ambebi.ge