"მენ­ტა­ლი­ტე­ტით ვარ კი­დე­ვაც თა­ნა­მედ­რო­ვე, თუმ­ცა ჩემი შვი­ლი ამ­ბობს, რომ ცოტა "ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი“ ვარ" - კვირის პალიტრა

"მენ­ტა­ლი­ტე­ტით ვარ კი­დე­ვაც თა­ნა­მედ­რო­ვე, თუმ­ცა ჩემი შვი­ლი ამ­ბობს, რომ ცოტა "ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი“ ვარ"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე 50 წლის გახ­და. მის­მა იუ­ბი­ლემ სამ­სა­ხურ­ში სა­მუ­შაო ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა. ამ­ბობს, რომ და­ბა­დე­ბის დღე არას­დროს გა­და­უხ­დია. ამი­ტომ არც ეს თა­რი­ღი ყო­ფი­ლა ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი.

რა ემო­ცი­ე­ბით შეხ­ვდა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ამ დღეს, რას ნიშ­ნავს მის­თვის ეს ციფ­რე­ბი და რო­გორ ახერ­ხებს, იმა­ზე ბევ­რად ახალ­გაზ­რდად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად არის, ამა­ზე AMBEBI.GE-ს გულ­წრფე­ლად გვე­სა­უბ­რა.

- ჩემ­ზე ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა 50-მა წელ­მა. კი, უფრო დიდი, ვიდ­რე ვე­ლო­დი. ამი­ტომ, ეს რი­ცხვი რომ არა­ფე­რი არ არის, ამას არ ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. რას ნიშ­ნავს ეს? ამ­დე­ნი წელი ვი­ცო­ცხლე, ამ­დე­ნი წლის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს და არა­ფე­რი? დიახ, მე ვარ ის, რაც 50-მა წელ­მა შე­ად­გი­ნა. რა­ტო­მაც არა, დიახ, ასეა. ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გარ­და­ტე­ხაც ახლა მქონ­და. 50 წელი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი აღ­მოჩ­ნდა.

- იუ­ბი­ლემ რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­მუ­შა­ვე და სამ­სა­ხუ­რი­დან სა­ღა­მოს 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­მო­ვე­დი. არც არა­ფე­რი და­მი­გეგ­მავს, სა­მუ­შაო დღე უფრო დავ­გეგ­მე. რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, წინა დღეს არ მე­ცა­ლა, დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­ყავ­და. არ მინ­დო­და, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­მემ­თხვია და მინ­დო­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე ყო­ფი­ლი­ყო... რაც თავი მახ­სოვს, და­ბა­დე­ბის დღე არას­დროს გა­და­მიხ­დია და მგო­ნი, ამ­ჯე­რა­დაც ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ მო­ვი­ქე­ცი... რა თქმა უნდა, სამ­სა­ხუ­რის მე­გობ­რებ­მა, ყვე­ლამ მო­მი­ლო­ცა. იყო სი­ურპრი­ზე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბიც, მაგ­რამ ეს ლო­კა­ლუ­რად იქ, სა­დაც იმ დღეს ვი­ყა­ვი. ყვე­ლას მად­ლო­ბა მო­ლოც­ვე­ბის­თვის, ყუ­რა­დღე­ბის­თვის, სა­ჩუქ­რე­ბის­თვის... კარ­გი ემო­ცი­ე­ბი იყო...

- მარ­თლაც, ადა­მი­ა­ნის­თვის ასა­კი მისი სიმ­დიდ­რეა. ამ წლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ სიმ­დიდ­რედ რას მი­იჩ­ნევ?

- მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ უა­რის თქმა ვის­წავ­ლე იმა­ზე, რაც არ მინ­და, რომ ბევ­რად ნაკ­ლე­ბი ემო­ცი­უ­რი ვარ, რომ ძი­რი­თა­დი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რა­ზეც ვი­დე­ქი, არ შე­მეც­ვა­ლა, რომ წლებ­მა ჩემი თავი მე­ტად შე­მაყ­ვა­რა, უკე­თე­სად ვის­წავ­ლე დრო­ის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა და არა გაფ­ლან­გვა.

- ისიც ფაქ­ტია, 50 წლის კვა­ლო­ბა­ზე ბევ­რად ახალ­გაზ­რდად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი. ეს გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუ შენი, სა­გან­გე­ბოდ ზრუ­ნავ გა­რეგ­ნო­ბა­ზე?

- ცალ­სა­ხად გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­რეგ­ნო­ბა­ში არა­ფე­რი შე­მიც­ვლია, იგი­ვე ვარ­ცხნი­ლო­ბა მაქვს, იგი­ვე თმის ფერი, იგი­ვე ჩაც­მის სტი­ლი, ჯინ­სი არ გა­მიხ­დია. ამი­ტომ, მგო­ნია, რომ ეს ჩემი რა­ღაც სტა­ბი­ლუ­რი იმი­ჯი ამას ხელს უწყობს, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ვი­ნარ­ჩუ­ნებ იმ ეფექტს, რო­მელ­საც ოდეს­ღაც ჩემი და­ნახ­ვი­სას ადა­მი­ა­ნებ­ზე ვახ­დენ­დი. ვინც ყო­ველ­დღე არ მი­ყუ­რებს, შე­იძ­ლე­ბა, ვერ ამ­ჩნევ­დეს, რომ რე­ა­ლუ­რად იმ ნა­ნი­კო­სა და ამ ნა­ნი­კოს შო­რის დიდი ცვლი­ლე­ბაა. მთლი­ა­ნო­ბა­ში კი ეს სტა­ბი­ლუ­რო­ბა მა­ინც ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას მი­ნარ­ჩუ­ნებს, რომ ბევ­რად ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ვიდ­რე 50 წლის ასაკს შე­ე­ფე­რე­ბა. იხილეთ სრულად