"მას "ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით დიდი მომავალი აქვს“ - რას ამბობს გიორგი ვაშაძე თეონა აქუბარდიას მიერ "სტრატეგია აღმაშენებლის" დატოვებაზე? - კვირის პალიტრა

"მას "ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით დიდი მომავალი აქვს“ - რას ამბობს გიორგი ვაშაძე თეონა აქუბარდიას მიერ "სტრატეგია აღმაშენებლის" დატოვებაზე?

ერთი ტყუ­ი­ლი იკად­რა დღეს და ძა­ლი­ან ცუ­დია - მან თქვა, რომ ომ­ბუდსმე­ნის კან­დი­და­ტე­ბის გა­მო­კი­თხვა­ზე არ ვი­ღებ­თო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, არა­და პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე არის ამ გა­სა­უბ­რე­ბებ­ზე , - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ყო­ფილ თა­ნა­პარ­ტი­ელ­ზე, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა.

რო­გორც ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მან გუნ­დის წევ­რებს ბო­დი­შიც კი მო­უ­ხა­და იმის გამო, რომ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია პარ­ლა­მენ­ტში თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იყ­ვა­ნა.

"სიღ­რმი­სე­ულ კო­მენ­ტა­რებ­ში არ შე­ვალ, მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ ჩემს თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს ბო­დი­შიც მო­ვუ­ხა­დე მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო მისი შეყ­ვა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა“ ვე­რა­ფე­რი მი­ი­ღო ამ პრო­ცე­სი­დან. ის, რომ მას ცოტა სხვა­ნა­ი­რი პო­ზი­ცია აქვს, მხო­ლოდ ჩემი აზრი არ არის“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ამას­თან, ვა­შა­ძე ფიქ­რობს, რომ აქუ­ბარ­დი­ას "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით "დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს“.

"პარ­ლა­მენ­ტში სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი რომ აღარ არის, ახლა მო­უნ­და სა­მუ­შაო ჯგუფ­ში შეს­ვლა და რო­მელ სა­მუ­შაო ჯგუფ­ში, არ ვიცი - დამ­თავ­რდა ეს სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი. არ მინ­დო­და ამ დე­ტა­ლებ­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვი.

თქვენ ისიც იცით, რომ სამ­წუ­ხა­როდ, [თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია] ჩვე­ნი პარ­ტი­ის დიდი სახე არ ყო­ფი­ლა. მძი­მე ვი­თა­რე­ბა გვქონ­და და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად მოხ­და. ვფიქ­რობ, რომ მას "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, ხომ არ იგუ­ლის­ხმა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ სწო­რედ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ტე­ლი­ტი იქ­ნე­ბა ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტე­ბის გარ­და, რო­მე­ლი­მე სხვას და­უ­ჭერს მხარს, ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა: "ყვე­ლა, ვინც ამას ხმას მის­ცემს, აღარ არის ოპო­ზი­ცია და ის არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ - თე­ო­ნა იქ­ნე­ბა თუ პეტ­რე, ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამს, იქ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და მო­ღა­ლა­ტე. ეს არის ყვე­ლაფ­რის ღა­ლა­ტი - ესაა ხალ­ხის, მან­და­ტის და ღირ­სე­ბის ღა­ლა­ტი". ნახეთ ვიდეო