გორში ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

გორში ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

გორში, მშვიდობის გამზირზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევა კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი და 7 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დედა-შვილს ტრავმული დაზიანებები აღენიშნება. ორივე პაციენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათივე ინფორმაციით, იგეგმება დაშავებული მოზარდის თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო.

IPN