"მივაღწიე ფინანსურ სტაბილურობას. ისეთი ურთიერთობები შევქმენი, როგორიც მინდოდა მქონოდა" - კვირის პალიტრა

"მივაღწიე ფინანსურ სტაბილურობას. ისეთი ურთიერთობები შევქმენი, როგორიც მინდოდა მქონოდა"

"საკუთარ თავზე დაკვირვება ადრეული ბავშვობიდანვე დავიწყე"

ადამიანის ფიქრისა და რწმენის ძალით მოზიდული და ახდენილი სურვილი...დღესდღეობით, მანიფესტაცია - ადამიანის ფიქრისა და რწმენის ძალით მოზიდული და ახდენილი სურვილი - მთელ მსოფლიოში აქტუალურია. 22 წლის თაკო ციმინტია საკუთარ თავს "მანიფესტაციის "ქოუჩს" უწოდებს და ადამიანებს მანიფესტირებაში ეხმარება. მიიჩნევს, რომ სურვილების მატერიალიზების უნარში ზებუნებრივი არაფერია - ეს ყველას შეუძლია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"თუ ადამიანი საკუთარ გონებას ფლობს და იცის, როგორ მართოს, ნებისმიერი რეალობის მიღება შეუძლია მას. მინდა, ადამიანებს ვასწავლო, როგორ მართონ საკუთარი თავი და შესაბამისად - საკუთარი რეალობა... პირველსავე ვიდეოს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ამას არ ველოდი..."

img-1901-1667389760.jpeg

"საკუთარ თავზე დაკვირვება ადრეული ბავშვობიდანვე დავიწყე, როცა აღმოვაჩინე, რომ შეგრძნებების ვიზუალიზაცია, რეალიზება შემიძლია. ჩემი სურვილი ზოგჯერ ხდებოდა, ზოგჯერ - არა. დავინტერესდი, ამას რა იწვევდა. 19 წლიდან ინფორმაციის მოძიება დავიწყე: სხვადასხვა "ქოუჩის" ვიდეოს ვუყურებდი, წიგნებს ვკითხულობდი... ბევრი რამ ვნახე და წავიკითხე. საბოლოოდ, მანიფესტირება ვისწავლე..."

img-0022-1667389810.jpeg

"იმ მანიფესტაციებზე საუბარი არ მიყვარს, რასაც თავად ვაკეთებ, თუმცა მარტივად გიპასუხებთ: მივაღწიე ფინანსურ სტაბილურობას. ისეთი ურთიერთობები შევქმენი, როგორიც მინდოდა მქონოდა. ჩემი მანიფესტაციები ნებისმიერ სფეროს ეხებოდა: კარიერას, პირად ცხოვრებას, სოციალურ ურთიერთობებს და საკუთარ თავთან ურთიერთობას, რაც ყველა ადამიანისთვის ღირებულია: საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა უნდა გქონდეს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 3 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი