"მე დასი გვერდში მიდგას და თავის სათქმელსაც იტყვის!" - თამარ მაყაშვილის პირველი კომენატარი - რას წერს მსახიობი? - კვირის პალიტრა

"მე დასი გვერდში მიდგას და თავის სათქმელსაც იტყვის!" - თამარ მაყაშვილის პირველი კომენატარი - რას წერს მსახიობი?

მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის დრამატული თეატრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მისი სპექტაკლებიდან მოხსნის საკითხზე სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემო კარგებო!

ნუ დავადანაშაულებთ თეატრს გლობალურად!

მე დასი გვერდში მიდგას და თავის სათქმელსაც იტყვის!"

ბა­თუ­მის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნუკ­რი ქან­თა­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა თე­ატ­რი ამის გამო გა­აკ­რი­ტი­კა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი წერ­და, რომ თე­ატ­რის მხრი­დან ეს გა­და­მე­ტე­ბუ­ლი რე­აქ­ცია იყო და ბო­დი­ში, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ­მა მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო მო­ი­ხა­და, თე­ატ­რის მე­ნე­ჯმენტს საკ­მა­რი­სად უნდა ჩა­ეთ­ვა­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა კი თე­ატრს სა­კი­თხის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მო­უ­წო­ნა.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლის მიერ "იმედ­ზე“ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც მა­ყაშ­ვილ­მა "ხუ­ლო­ე­ლი ბავ­შვი“ და­მაკ­ნი­ნე­ბელ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნია, რის გა­მოც მან მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.