"თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი რომ ვი­ყა­ვი "მსხვერ­პლი"... მერე შე­მე­შინ­და ძა­ლი­ან..." - "მინიონების" დამფუძნებელზე ძალადობის ბრალდებით მისი მეგობარი მამაკაცი დააკავეს - კვირის პალიტრა

"თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი რომ ვი­ყა­ვი "მსხვერ­პლი"... მერე შე­მე­შინ­და ძა­ლი­ან..." - "მინიონების" დამფუძნებელზე ძალადობის ბრალდებით მისი მეგობარი მამაკაცი დააკავეს

ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრის "მი­ნი­ო­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით მისი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­მუ­ნა მე­ქე­რიშ­ვი­ლი წერს და მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს.

მე­ქე­რიშ­ვი­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას სა­გუ­რა­მოს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას უხ­დის. რო­გორც ის ამ­ბობს, მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ან­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე თვე გა­ა­ტა­რა.

რო­გორც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი წერს, დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ამ სარ­ფის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტან და­ა­კა­ვა.

"ჩემო საყ­ვა­რე­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო და ხალ­ხო... მე თქვენ ყვე­ლა მიყ­ვარ­ხართ ჩემი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის... მად­ლო­ბა ასე­თი თა­ნად­გო­მის­თვის სულ ყვე­ლას! ჩემი ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და მე მი­შუშ­დე­ბა ია­რე­ბი უფრო სუ­ლის... ჰო ადა­მი­ა­ნი ვის­თან ერ­თა­დაც გა­ვა­ტა­რე რამ­დე­ნი­მე თვე არის სას­ტი­კი დამ­ნა­შა­ვე ... ეს ჩემი პი­რა­დი გა­მო­ძი­ე­ბით და და ფაქ­ტე­ბით. გა­მო­ძი­ე­ბით უფრო მეტი რამ და­დას­ტურ­დე­ბა..

მე "თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი რომ ვი­ყა­ვი "მსხვერ­პლი"... მერე შე­მე­შინ­და ძა­ლი­ან... ბევ­რი რა­მის... მერე და­ვი­წყე ბრძო­ლა ამ ში­შის და­სა­მარ­ცხებ­ლად ეს იყო ჩემი ნერ­ვე­ბის ღირ­სე­ბის თუ რამ­დე­ნი რა­მის ომი...მერე?... მე ბევ­რი რამ მო­ვით­მი­ნე დამ­ნა­შა­ვის ბო­ლომ­დე გა­მო­სავ­ლე­ნად... მე არ შე­მე­შინ­და და გავ­ბე­დე... ზუს­ტად სა­ჭი­რო დროს! გავ­ბე­დე ჩემი შვი­ლის ტოლი გო­გო­ნე­ბის მო­მავ­ლის­თვის... და უარი ვუ­თხა­რი ძა­ლა­დო­ბას!

tamuna-1667411519.png

თუ კი ვინ­მე ხართ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი... და იცო­დეთ მსხვერ­პლი ისე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეთ ვერც კი მიხ­ვდეთ... უარი უთხა­რით სიკ­ვდილს. გა­ბე­დე და არ შე­გე­შინ­დეს... ძა­ლა­დო­ბა რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ისე ფი­ზი­კი­უ­რი თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი კლავს!.. ძა­ლა­დო­ბა ის­ჯე­ბა! ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც ხელს აღ­მარ­თავს პირ­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ან­ზე უნდა ის­ჯე­ბო­დეს უვა­დოდ სა­მუ­და­მოდ გა­და­სახ­ლე­ბით..

მი­წის ქვეშ გა­სა­კე­თე­ბე­ლი მძი­მე სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სა­მუ­შა­ოდ!. რომ ვე­რას­დროს ნა­ხონ მზის სი­ნათ­ლე.. ციხე არა? ციხე მა­გათ­თვის კუ­რორ­ტია. იქ ის­ვე­ნე­ბენ. და უა­რე­სი ავა­ზა­კე­ბი ბრუნ­დე­ბი­ან თურ­მე.. მე ვარ მა­გა­ლი­თი იმის თუ რო­გორ მომ­კლა ყვე­ლა სა­ხის ძა­ლა­დო­ბამ სი­ცო­ცხლის მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე თვე­ში. რო­გორ შე­მა­ში­ნა. მე ასე­თი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი.. .და კი­დევ და ბევ­რჯერ.. რა­ტომ არ ვარ პრე­ზი­დენ­ტი რომ სა­გუ­რა­მოხ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა ღირ­სე­ბის დაც­ვის ორ­დერ­ზე წარ­ვად­გი­ნო, დიდი მად­ლო­ბა მათ ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბის­თვის და დახ­მა­რე­ბის­თვის სრულ გუნდს. მო­ძა­ლა­დე სარ­ფის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტან სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, ქვეყ­ნი­დან მი­მალ­ვას აპი­რებ­და თურ­ქეთ­ში... " - წერს მე­ქე­რიშ­ვი­ლი.