როგორ ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს? - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს?

ასეთი სახის პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას რისკის ქვეშ აყენებს, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს.

“დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე მისი გადაწყვეტილება გამოაცხადა. ნიკა დაახლოებით 4 წლის განმავლობაში პატიმრობაში დარჩება. მკაცრად ვგმობ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელიც თვალსაჩინოს ხდის საქართველოს სასამართლო სისტემისადმი უნდობლობას.

ღარიბაშვილის მთავრობის კრიტიკოსების ასეთი სახის პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას რისკის ქვეშ აყენებს. ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი ქმედებები ქართველი ხალხის სურვილს ეწინააღმდეგება”, - წერს ევროპარლამენტარი Twitter-ის პირად გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"