"ბოდიშს და სინანულს უნდა ჰქონდეს აზრი ამ ქვეყანაში, მაგრამ როცა თეატრი ნუკრი ქანთარიას ხელშია" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი? - კვირის პალიტრა

"ბოდიშს და სინანულს უნდა ჰქონდეს აზრი ამ ქვეყანაში, მაგრამ როცა თეატრი ნუკრი ქანთარიას ხელშია" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თამარ მაყაშვილის შესახებ წერს:

"წლების წინ გავიგე, რომ მეეზოვედ მუშაობდა და გადაცემაში გადავიღეთ მისი პორტრეტი.

დილის 6 საათზე, როცა თბილისს ნარჩენებისგან ასუფთავებდა, ისეთ როლში იყო, ისე იხდენდა ფორმას, სამსახურს.

ისე მოსწონდა რასაც აკეთებდა, მას შემდეგ სადაც არ უნდა ვნახო, რომელ ეთერშიც, ბედნიერი მეეზოვე მახსენდება.

ბოდიშს და სინანულს უნდა ჰქონდეს აზრი ამ ქვეყანაში, მაგრამ როცა თეატრი ნუკრი ქანთარიას ხელშია, ჩამოხრჩობა და დახვრეტა უფრო ლოგიკური განაჩენია.

ჩემი მხარდაჭერა ბედნიერ მეეზოვეს, Tamara Makashvili", - წერს ჟორჟოლიანი.